საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2017-04-30 პრემიერმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს იუბილე მიულოცა

    ქართულმა ჯარმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბების პროცესში; თქვენ ასრულებთ ყველაზე საპატიო საქმეს დედამიწის ზურგზე და გაქვთ ჩვენი ხალხის უდიდესი სიყვარული, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგიკვირიკაშვილმა შეიარაღებულ ძალებს დაარსებიდან 26 წლის იუბილე.

  • 2017-04-29 ფორუმი - „ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე“

    ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით, თბილისში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 25 წლის იუბილის აღსანიშნავი ფორუმი იმართება.

  • 2017-04-28 პრემიერმა აშშ-ის გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა ლიდერობის ფორუმის მონაწილეებს მიმართა

    ფასდაუდებელია გავლენა, რომელიც აშშ-ის მიერ დაფინანსებულმა საგანმანათლებლო პროგრამებმა მოახდინა ჩვენს ცხოვრებაზე და დემოკრატიული საქართველოს განვითარებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა ლიდერობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

  • 2017-04-28 პრემიერ-მინისტრი კატარელ ინვესტორებს შეხვდა

    კატარის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Alfardan Group-ი საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა, - ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ომარ ჰუსეინ ალფარდანმა საქართვლოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

  • 2017-04-27 პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის 26-27 აპრილს  ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. 

  • 2017-04-27 მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი დონორებს საჯარო სამსახურის რეფორმის შესახებ ესაუბრა

    საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელება, ამ მიმართულებით მიღწეული შედეგები და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები იყო საკოორდინაციო შეხვედრის მთავარი თემები, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა და საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა, ეკა ქარდავამ დონორ ორგანიზაციებსა და განვითარების პარტნიორებთან გამართეს.

  • 2017-04-27 ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძარში

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, ბუქარესტში მდებარე ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძარი დაათვალიერა. საქართველოს დელეგაციას ეპისკოპოსმა ვარლამ პლოეშტიანომ უმასპინძლა.

  • 2017-04-27 შეხვედრა დეპუტატთა პალატის პრეზიდენტთან

    ჩვენ ვართ თქვენი კარიბჭე ევროპაში, ისე როგორც საქართველო არის ჩვენი დამაკავშირებელი აღმოსავლეთთან, - ამ სიტყვებით დაიწყო რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტმა,  ლივიუ დრაგნეამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა.

  • 2017-04-27 შეხვედრა რუმინეთის სენატის პრეზიდენტთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბუქარესტში გრძელდება. გიორგი კვირიკაშვილი დღეს რუმინეთის პარლამენტს ეწვია და შეხვედრა გამართა სენატის პრეზიდენტ კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუსთან.

  • 2017-04-26 საქართველო-რუმინეთის ურთიერთობა ახალ, სტრატეგიულ ეტაპზე გადადის

    საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე-  სტრატეგიული ურთიერთობების ხარისხში გადავიდა, - ამგვარად შეაჯამეს საქართველოსა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრებმა ვიზიტის ფარგლებში დღეს გამართული მოლაპარაკებები.

  • 2017-04-26 შეხვედრა რუმინეთის პრეზიდენტთან

    ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუმინეთის პრეზიდენტს, კლაუს იოჰანის შეხვდა. 

  • 2017-04-26 ერთობლივი ბრიფინგი

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა სორინ გრინდეანუმ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და შეხვედრის შედეგებზე ისაუბრეს. 

  • 2017-04-26 გაფართოებული შეხვედრა

    საქართველოსა და რუმინეთის მთავრობები პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანზიტო და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ - ამის შესახებ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე აღინიშნა.

  • 2017-04-26 შეხვედრა რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტი რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით დაიწყო. სორინ გრინდეანუმ ქართველ კოლეგას ვიქტორიას სასახლეში უმასპინძლა.

  • 2017-04-26 დახვედრის ოფიციალური ცერემონია

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი რუმინეთის რესპუბლიკაში დაიწყო. 

  • 2017-04-25 პრემიერმა შემოსავლების სამსახურს 10 წლის იუბილე მიულოცა

    ეს არის სამსახური, რომელიც უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის და, ამავდროულად, ეს არის სამსახური, რომელიც უმნიშვნელოვანესია ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შემოსავლების სამსახურის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • 2017-04-25 სოფო ჯაფარიძემ და თათია როგავამ რეგიონალურ ფორუმში - „მდგრადი განვითარება UNECE რეგიონისთვის“ მიიღეს მონაწილეობა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძემ და მთავრობის ადმინისტრაციის დონორების კოორდინაციის სამსახურის უფროსმა თათია როგავამ ჟენევაში რეგიონალურ ფორუმში - „მდგრადი განვითარება UNECE რეგიონისთვის" მიიღეს მონაწილეობა.

  • 2017-04-25 26-27 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის რესპუბლიკას ეწვევა

     საქართველოს მთავრობის მეთაური რუმინეთის პრეზიდენტს, კლაუს იოჰანისს შეხვდება. გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავს რუმინეთის პრემიერ-მინისტრ სორინ გრინდეანუსთან. 

  • 2017-04-25 2017 წლის 25 აპრილის მთავრობის სხდომა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 37 საკითხი განიხილა.

  • 2017-04-25 საქართველო სპორტის მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს

    მინდა, აღვნიშნო ის მედალთცვენა, რომელიც გვქონდა გასულ კვირას, ქართველი სპორტსმენების წარმატების სახით.

  • 2017-04-25 პრემიერმა აშშ-ში მთავრობის წევრების სამუშაო ვიზიტი შეაფასა

    ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ხელშესახები შედეგებით, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აშშ-ში სამუშაო ვიზიტი, რომელშიც პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მონაწილეობდნენ.

  • 2017-04-25 საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის

    საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის, - კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებს ითვალისწინებს, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

  • 2017-04-24 2017 წლის 25 აპრილს, 12:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 37 საკითხი.

  • 2017-04-24 ესტონეთში პრემიერის ოფიციალური ვიზიტი იგეგმება

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტითე სტონეთს ეწვევა, - ვიზიტის დეტალებსა და საქართველო-ესტონეთის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სვენ მიკსერმა დღევანდელ შეხვედრაზე.

  • 2017-04-24 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 22 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

  • 2017-04-22 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის შეხვდა. 

  • 2017-04-22 შეხვედრა ირანის ისლამური საბჭოს მეჯლისის თავმჯდომარესთან

    საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა და ძალიან კარგი პირობებია შექმნილი ინვესტიციებისთვის; ჩვენ მოხარულნი ვიქნებით, გამოვიყენოთ ეს საინვესტიციო შესაძლებლობები და განვავითაროთ სავაჭრო ურთიერთობები, - ამ სიტყვებით მიმართა ირანის ისლამური საბჭოს მეჯლისის თავმჯდომარე ალი ლარიჯანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღევანდელ შეხვედრაზე.

  • 2017-04-22 საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ერთობლივი განცხადებები

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ესჰაყ ჯაჰანგირის ერთობლივი განცხადებები

  • 2017-04-22 საქართველო-ირანის გაფართოებული მოლაპარაკებები

    საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ირანის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.

  • 2017-04-22 შეხვედრა ირანის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან

    საქართველო-ირანის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ესჰაყ ჯაჰანგირის შეხვედრის ძირითადი თემები. 

  • 2017-04-22 პრემიერის ოფიციალური ვიზიტი ირანში დაიწყო

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დაიწყო.

  • 2017-04-21 პრემიერ-მინისტრი 22 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეწვევა

    ირანის სამთავრობო კომპლექსში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

  • 2017-04-21 უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა

    უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. 

  • 2017-04-21 ოფიციალური სადილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნგრელ კოლეგას, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.

  • 2017-04-21 საქართველოს მთავრობის დადგენილება №202

    თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2017 - 2020 წწ.-ის დამტკიცების შესახებ

  • 2017-04-21 საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი

    „უნგრელო მეწარმეებო, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მიუხედავად, გთხოვთ განიხილოთ ეს ქვეყანა და ის მდგრად, სანდო საგარეო პოლიტიკისა და ბიზნესის კეთების ადგილად მიიჩნიოთ,"-ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველო-უნგრეთის ერთობლივ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ვიქტორ ორბანმა ქართველ კოლეგასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგებზე ისაუბრა.

  • 2017-04-21 საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

    ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პარიზში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

  • 2017-04-21 საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადებები

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი: ჩემთვის უდიდესი პატივია, ვუმასპინძლო ჩემს უნგრელ კოლეგას საქართველოში და დელეგაციას ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან...

  • 2017-04-21 გაფართოებული ფორმატის შეხვედრა

    საქართველოსა და უნგრეთის სექტორული თანამშრომლობა კიდევ უფრო ძლიერდება, რაც ორი ქვეყნის მთავრობებს შორის მიღწეული შეთანხმებებით დასტურდება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით გაიმართულ გაფართოებულ შეხვედრაზე აღინიშნა.

  • 2017-04-21 პირისპირ შეხვედრა უნგრელ კოლეგასთან

    პოლიტიკური ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი იყო საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები.

  • 2017-04-21 დახვედრის ოფიციალური ცერემონია

    თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ეწვია.

  • 2017-04-20 უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

    საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია.

  • 2017-04-20 სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმი

    „ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ხოლო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი შეგნებულად სტუმრობს ოკუპირებულ ტერიტორიებს და აქ მილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს. თუმცა, საქართველო გადატანილი მღელვარებების მიუხედავად, ინარჩუნებს შედარებითი სტაბილურობის კუნძულის სტატუსს ამ ტურბულენტურ ხანაში - მან გაუძლო ბევრ დარტყმას - ეს არის მიღწევა, რომლითაც ბევრი სხვა ქვეყანა ვერ დაიკვეხნის," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • 2017-04-19 პრემიერმა წაბლანის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წაბლანის ეკოლოგიური ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო. 

  • 2017-04-19 სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია

    „ეს პროგრამა გვაძლევს შესაძლებლობას, სრულიად ახალი გვერდი გადავშალოთ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, მივცეთ გაფართოების საშუალება არა მხოლოდ არსებულ მეწარმეებს, არამედ დამწყებ საქმიან ადამიანებს, ინოვაციურად მოაზროვნე ახალგაზრდებს, ისარგებლონ სახელმწიფო პროგრამით და შექმნან ახალი მიმართულებები საქართველოს ეკონომიკაში," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.  

  • 2017-04-18 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 22-23 აპრილს ირანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, - დაგეგმილი ვიზიტი და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება იყო საქართველოს მთავრობის მეთაურისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამედ ჯავად ზარიფის დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემები.

  • 2017-04-17 პრემიერ-მინისტრის განცხადება

    ჩვენ პატივს ვცემთ და მივესალმებით თურქეთის მოსახლეობის არჩევანს. 

  • 2017-04-16 სააღდგომო ლიტურგია სამებაში

    მთელი სულითა და გულით ვულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდეს დღესასწაულს მართლმადიდებელთათვის - აღდგომას და საქართველოს, ყველა ოჯახს, გაძლიერებას ვუსურვებ, - ამ სიტყვებით მიულოცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მოსახლეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

  • 2017-04-13 საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

    ბატონი გივი იყო ჭეშმარიტად სახალხო არტისტი და ამასთან, იგი იყო მაგალითის მიმცემი მოქალაქე ბევრი ადამიანისთვის. გული მტკივა, რომ ძალიან მოულოდნელად წავიდა ის ამ ქვეყნიდან

  • 2017-04-13 2017 წლის 13 აპრილის მთავრობის სხდომა

    2017 წლის 13 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 25 საკითხი განიხილა.

  • 2017-04-13 „დარიალი ჰესი“ საქართველოს ტურისტული მიმართულებების სიაში შევა

    „დარიალი ჰესი" საქართველოს ტურისტული მიმართულებების სიაში შევა, - აღნიშნული ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიმართა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ეს არის უნიკალური და ძალიან საინტერესო მიწისქვეშა ნაგებობა, რომელიც რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა უნდა ნახოს.

  • 2017-04-13 განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეები

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრა.

  • 2017-04-13 მთავრობა „ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის სტრატეგიას“ დაამტკიცებს

    მთავრობა დღევანდელ სხდომაზე „ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის 2017-2020 წლების სტრატეგიას" დაამტკიცებს, - დოკუმენტის შესახებ, რომელიც სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით შემუშავდა, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

  • 2017-04-13 ინდოეთთან თანამშრომლობა აქტიურდება

    ინდოეთთან თანამშრომლობის გააქტიურება დამატებით დინამიკას მოუტანს საქართველოს ეკონომიკას და ჩვენ ძალიან სწრაფად გვმართებს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

  • 2017-04-13 საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახალი პროგრამა დაამტკიცა

    საერთაშორისო სავალუტო ფონდმა  ახალი, 285 მლნ დოლარის მოცულობის სამწლიანი პროგრამა დაამტკიცა - ახალი პროგრამის მნიშვნელობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე შეაფასა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, სავალუტო ფონდის პროგრამა  სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმას.მთავრობის მეთაურმა გაწეული სამუშაოსთვის ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა.

  • 2017-04-13 ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება

    მომავალი 3-4 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება და ეს არის ჩვენი ქვეყნის ფიზიკური ტრანსფორმაციის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სივრცითი მოწყობის ფარგლებში დაგეგმილი 2500 ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებას, რომელთა პრეზენტაცია გუშინ გაიმართა.

  • 2017-04-12 შეხვედრა ბელგიის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელგიის სამეფოს ფედერაციული პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ზიგფრიდ ბრაკეს შეხვდა.

  • 2017-04-12 2017-2020 წლებში 2500 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

    1000 კილომეტრი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია, დამატებით 500 000 ადამიანისთვის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ნაგავსაყრელების პრობლემის გადაწყვეტა და ჯამში 10 მილიარდ ლარამდე ღირებულების 2 500 ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი 2017-2020 წლებში განხორციელდება.

  • 2017-04-11 შეხვედრა NDI–ის წარმომადგენლებთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებს-ვერმონტის შტატის ყოფილ გუბერნატორს, NDI-ის დირექტორთა საბჭოს წევრს, ჰოვარდ დინს და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორს, ლორა თორნტონს შეხვდა.

  • 2017-04-11 ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. 

  • 2017-04-11 პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ექსპერტ მარგარეტ ნიკოლსონს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო ექსპერტს მარგარეტ ნიკოლსონს შეხვდა, რომელმაც საქართველოს 2014-2020 წლების ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადა.

  • 2017-04-10 პრემიერ-მინისტრის მილოცვა

    ვულოცავ ისრაელის ხალხსა და საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს პასექის დღესასწაულს, რომელიც ამ დიდი ერისთვის მონობიდან გამოყვანისა და თავისუფლების სიმბოლოა.

  • 2017-04-10 საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

    ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მთელი ჩვენი ქვეყნისთვის საყვარელი ადამიანის და ნამდვილი სახალხო არტისტის გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო.

  • 2017-04-10 პრემიერმა ნატოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის მონაწილეებს მიმართა

    თბილისი, უკვე მეორედ, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმს მასპინძლობს. ორდღიანი ფორუმის მონაწილეებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა.

  • 2017-04-09 საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმთან დაკავშირებით

    კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნები ან რეფერენდუმი არის უკანონო და არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს.

  • 2017-04-09 9 აპრილის მემორიალთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას.

  • 2017-04-08 პრემიერ-მინისტრმა ხდის ხეობაში ქართველი მესაზღვრეები მოინახულა

    გიორგი კვირიკაშვილმა მესაზღვრეებს სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სამშობლოს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

  • 2017-04-08 „დარიალი ჰესი“ ექსპლუატაციაში შევიდა

    123 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია და საჯარო-კერძო სექტორის თანამშრომლობის ყველაზე წარმატებული პროექტი საქართველოს ჰიდროენერგეტიკის სექტორში, - ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დღეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგური - „დარიალი ჰესი" გაიხსნა.

  • 2017-04-07 პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის მოხსენებას დაესწრო

    პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრო.

  • 2017-04-06 2017 წლის 6 აპრილის მთავრობის სხდომა

    2017 წლის 6 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 29 საკითხი განიხილა.

  • 2017-04-06 ზამთრის კურორტების განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯები

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე თბილისში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციის მნიშვნელობა შეაფასა და მას ისტორიული ფორუმი უწოდა. 

  • 2017-04-06 ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე კვლევა იწყება

    საქართველოს მთავრობა ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად მუშაობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

  • 2017-04-06 „გაახარე შენი ბზა!“

    საქართველოს მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, შეუერთდეს აქციას - „გაახარე შენი ბზა!" პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თხოვნით მიმართა საქართველოს მოსახლეობას, თავი შეიკავონ „წითელი ნუსხით" დაცული კოლხური ბზის მოჭრისგან და უკვე მოჭრილი ბზის ტოტები გამოიყენონ მის გასამრავლებლად.

  • 2017-04-06 2017 წლის პირველ კვარტალში ღვინის ექსპორტი 85%-ით გაიზარდა

    2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი დაახლოებით 85%-ით გაიზარდა, - დადებით სტატისტიკურ მაჩვენებლებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

  • 2017-04-06 საქართველო ევროპის მნიშვნელოვანი პარტნიორია

    მინდა, მოგილოცოთ „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების" გაფორმება, რადგან ამ შეთანხმებით ევროპა აღიარებს საქართველოს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპოლს შორის შეთანხმების ხელმოწერას.

  • 2017-04-06 მომავალი წლიდან ყველა სამგზავრო მატარებელი ქუთაისის აეროპორტის ჭიშკრის წინ გაჩერდება

    ქუთაისში როგორც თვითმფრინავით, ისე მატარებლით ჩასულ მგზავრებს ერთმანეთთან საფეხმავლო ბილიკი დააკავშირებს, - ქუთაისის აეროპორტში სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულების - სივრცითი განვითარების შემადგენელი ნაწილია, პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

  • 2017-04-05 შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან

    პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფიო ჯაფარიძე მსოფლიო ბანკის გენდერის მიმართულების ხელმძღვანელს, კარინ გროუნს შეხვდა.

  • 2017-04-05 პრემიერმა ტალებ რიფაის ღირსების ორდენი გადასცა

    გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა, - ჯილდო ტალებ რიფაის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე გადასცა.

  • 2017-04-05 თბილისში ახალი კლინიკა გაიხსნა

    სახელმწიფოს ხელშეწყობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი, თანამედროვე კლინიკა - დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი გაიხსნა. „გაგუას კლინიკის" გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

  • 2017-04-05 საქართველო UNWTO-ს ევროპისა და აზიის მთის კურორტების კონფერენციას მასპინძლობს

    საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციას მასპინძლობს, რომელშიც 40-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე დელეგატი მონაწილეობს.

  • 2017-04-04 საქართველოსა და ევროპოლს შორის შეთანხმება გაფორმდა

    საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა ხდება-დღეს საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის „ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას" მოეწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

  • 2017-04-03 364 დღეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რკინიგზა შევა

    დროის ათვლა დაიწყო, - 364 დღეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოხვედრა, ახალი სარკინიგზო მაგისტრალით იქნება შესაძლებელი.

  • 2017-04-03 პრემიერმა ქუთაისში ახალი სასტუმრო გახსნა

    Best Western Kutaisi - ასე ჰქვია პირველ ბრენდირებულ სასტუმროს იმერეთის რეგიონში, რომელიც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. 3-ვარსკვლავიანი სასტუმრო ქუთაისის ისტორიულ ცენტრში „კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელმა" „საპარტნიორო ფონდის" პარტნიორობით ააშენა.

  • 2017-04-03 სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დეპარტამენტის დათვალიერება

    დასავლეთ საქართველოში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეგიონული ექსპერტიზის ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით დაკომპლექტებული დეპარტამენტი ფუნქციონირებს, - რეგიონული დეპარტამენტის საერთაშორისო სტანდარტების შენობა ქუთაისში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა.

  • 2017-04-03 საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

    ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის მეტროში დღეს მომხდარი აფეთქების გამო.

  • 2017-04-03 პრემიერმა ქუთაისში სამკერვალო „იმერის“ ახალი საწარმო დაათვალიერა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში დღეს სამკერვალო „იმერის" ახალი საწარმო დაათვალიერა, რომელშიც 200-მდე ადამიანი დასაქმდება.

  • 2017-04-02 ქუთაისის აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა იწყება

    ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა იწყება, - პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმართულების - სივრცითი მოწყობის შემადგენელი ნაწილია, ქუთაისში ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩაუყრის საფუძველს.

  • 2017-04-02 TCR International-ის 2017 წლის სეზონი გაიხსნა

    პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, საქართველო ძარიან ავტომობილებს შორის საერთაშორისო ჩემპიონატს მასპინძლობს. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ჩემპიონატის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შს მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, დაესწრო.