• 17 აგვისტო 2017
    საქართველოს პრემიერ–მინისტრის სამძიმარი

    დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.

  • 15 აგვისტო 2017
    პრემიერი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს ფრანც იოზეფ იუნგს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალური კავშირის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს ფრანც იოზეფ იუნგს შეხვდა.

  • 14 აგვისტო 2017
    პრემიერ-მინისტრის განცხადება

    14 აგვისტო ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 25 წლის წინ ვერ შევძელით ძმათამკვლელი ომის თავიდან აცილება, ჩვენსა და ჩვენს აფხაზ ძმებს შორის დაწყებულმა სისხლისღვრამ უმძიმესი შედეგები მოგვიტანა.

  • 12 აგვისტო 2017
    პრემიერ-მინისტრმა თიანეთის მოსახლეობას “თიანეთობა 2017“ მიულოცა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თიანეთის მოსახლეობას "თიანეთობა 2017" მიულოცა.

  • 12 აგვისტო 2017
    პრემიერი დიდგორობა 2017ს დაესწრო

    მინდა, ყველას მივულოცო დიდგორობა - ქართველთა უდიდესი გამარჯვების დღე, ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, ძლიერების სიმბოლო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდგორის ველზე განაცხადა, სადაც "დიდგორობა 2017"-თან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.

  • 11 აგვისტო 2017
    პრემიერმა კურორტი “ბიოლი“ დაათვალიერა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მერთან, ტარცისიუს კავიეზელთან ერთად, სამედიცინო-გამაჯანსაღებელი კურორტი „ბიოლი" დაათვალიერა.

  • 11 აგვისტო 2017
    პრემიერმა საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულები დააჯილდოვა

    იცოდეთ, რომ საქართველოს თქვენი იმედი აქვს და იცოდეთ, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს, რომლებსაც, მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის, დღეს ჯილდოები გადაეცათ. 

  • 11 აგვისტო 2017
    პრემიერ-მინისტრის განცხადება

    2008 წლის 11 აგვისტო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ჩაიწერა როგორც გმირობისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის კიდევ ერთი დღე. ამ დღეს მტერთან უთანასწორო ბრძოლაში ჩვენმა მებრძოლებმა თავდადების შეუდარებელი მაგალითი აჩვენეს - მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულმა ერთი ნაბიჯით არ დაიხია უკან და 17 ჯარისკაცი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.

  • 10 აგვისტო 2017
    პრემიერ-მინისტრი ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე არსებულ შეფერხებებს გამოეხმაურა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს მიმართავს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე რიგში ლოდინი უწევთ, - ტურისტების გაზრდილი ნაკადის გამო ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისთვის შექმნილ გარკვეულ შეფერხებებს მთავრობის მეთაური მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.

  • 10 აგვისტო 2017
    პრემიერ-მინისტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებულ შეფერხებებს გამოეხმაურა

    თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების რეგისტრაციის კუთხით არსებული შეფერხებები, რამდენიმე საათში აღმოიფხვრება, - აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ მიაწოდა.

1 2 3 4 5   >>