საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძარში ამოსაბეჭდი ვერსია

2017-04-27

1

2  3

4  5

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, ბუქარესტში მდებარე ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძარი დაათვალიერა. საქართველოს დელეგაციას ეპისკოპოსმა ვარლამ პლოეშტიანომ უმასპინძლა. ტაძარში შესრულდა ქართული საგალობლები. რუმინელმა ეპისკოპოსმა გიორგი კვირიკაშვილს წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხატი უსახსოვრა.

ქართველი მწიგნობარი, ფილოსოფოსი, საეკლესიო მოღვაწე ანთიმოზ ივერიელი საქართველოსა და რუმინეთის გამაერთიანებელ სიმბოლოს წარმოადგენს. წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე რუმინეთში 27 სექტემბერს, საქართველოში კი-26 ივნისს აღინიშნება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური