საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დეპარტამენტის დათვალიერება ამოსაბეჭდი ვერსია

2017-04-03

დასავლეთ საქართველოში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეგიონული ექსპერტიზის ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით დაკომპლექტებული დეპარტამენტი ფუნქციონირებს, - რეგიონული დეპარტამენტის საერთაშორისო სტანდარტების შენობა ქუთაისში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა.

ლაბორატორია 100-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის შენობაში განთავსებულია სასამართლო ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური ექსპერტიზის, სამედიცინო და ჰისტოლოგიური ექსპერტიზის, საინჟინრო, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის განყოფილებები. დეპარტამენტში 41 ადამიანია დასაქმებული.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური