ბიძინა ივანიშვილიბიძინა ივანიშვილი

დაიბადა 1956 წლის 18 თებერვალს, საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში.

1973 წელს დაამთავრა საჩხერის რაიონის სოფელ საირხის საშუალო სკოლა და სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტზე განაგრძო. სწავლის პარალელურად მუშაობდა კამოს სახელობის მექანიკურ-ჩამომსხმელ ქარხანაში დამლაგებლად და მუშად;

1980 წელს წითელ დიპლომზე დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამავე წელს კამოს სახელობის მექანიკურ-ჩამომსხმელ ქარხანაში უფროს ინჟინრად, მოგვიანებით კი სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელად დაინიშნა;

1982 - 1986 წლებში სწავლობდა ასპირატურაში შრომისა და სოციალური პრობლემების მოსკოვის ინსტიტუტში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია;

1988 წელს მეგობრებთან ერთად დააფუძნა კოოპერატივი "აგროპროგრესი", რომელიც მოგვიანებით სამეწარმეო კომპანიად გადაიქცა;
1990 წელს დააარსა ბანკი „როსიისკი კრედიტი";

1991 წელს გახდა ბანკ "როსიისკი კრედიტის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და მისი პრეზიდენტი. არის ფინანსურ-სამეწარმეო ჯგუფ „უნიკორის" დამფუძნებელი და მეპატრონე;

1996 წელს დააფუძნა "ქართუ ბანკი";

2011 წელს დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება";

2012 წელს დააფუძნა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო";

2012 - 2013 წლის 17 ნოემბერი საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი