საქართველოს მთავრობა – ანონსები

26-27 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის რესპუბლიკას ეწვევა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-04-25

 

26-27 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის რესპუბლიკას ეწვევა. საქართველოს მთავრობის მეთაური რუმინეთის პრეზიდენტს, კლაუს იოჰანისს შეხვდება. გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავს რუმინეთის პრემიერ-მინისტრ სორინ გრინდეანუსთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები რუმინეთის სენატის პრეზიდენტთან, კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუსთან და რუმინეთის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტთან, ლივიუ დრაგნეასთან. გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება საქართველოსა და რუმინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ერთობლივ მიღებას. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე.