საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი

„თავისუფლება“

 

ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე მთელი ქვეყანა,
განათებული მთა-ბარი,
წილნაყარია ღმერთთანა.
თავისუფლება დღეს ჩვენი
მომავალს უმღერს დიდებას,
ცისკრის ვარსკვლავი ამოდის
და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,
დიდება თავისუფლებას,
თავისუფლებას დიდება.

ლექსი: დავით მაღრაძის
მუსიკა: ზაქარია ფალიაშვილის
ჰიმნად დაამუშავა: იოსებ კეჭაყმაძემ

მოუსმინეთ