საქართველოს სახელმწიფო დროშა

 

პიეტრო ვესკონტეს პორტოლანიქართული ისტორიოგრაფიისთვის ცნობილია რამდენიმე წერილობითი წყარო, რომელიც გვაწვდის სარწმუნო ცნობას ქართული სახელმწიფო დროშის შესახებ (მისი ფერისა და გამოყენების შესახებ) - "მოიხედეს-რა იხილეს მეფე [დავითჩხერის ეკლესია ხუთჯვრიანი კომპოზიცია XVსს სოსლანი] და რაზმი მისი მახლობელად და დროშა გორგასლიანი, რომელი სინდეთს შესვლითგან მოსპეტკდებოდა...(ქართლის ცხოვრება). "მოიღო დროშა [მეფე თამარმა] სვიანად ხმარებული, გორგასლიანი და დავითიანი, და შეავედრა მასვე ვარძიის ღვთისმშობელსა დროშა და ლაშქარი დალოცა და წარავლინა სპარსეთს" (ქართლის ცხოვრება). XIII საუკუნის მემატიანის სტეფანოზ ორბელიანის ცნობით კი "განწესებულ იყო მეფესა ქონებად თეთრისა ალმისა და წითლის ნიშნისა". დროშის სახელის დადგენისათვის საინტერესოა აგრეთვე XII-XIII სს. პოეტის იოანე შავთელის ცნობაც: "იტყვის რა ზრითა ურიცხვ რაზმითა გულის მდებელად თვისთა სპათათვის, გორგასლიანი-დავითიანი დროშა იახლის მსვრელად მტერთათვის." 


ამ ცნობებზე და შედარებით გვიანდელი ვიზუალურ წყაროებზე დაყრდნობით, დღეისათვის არსებული სახე გორგასლიან-დავითიანმა დროშამ სავარაუდოდ 1320 წელს მიიღო, როდესაც მეფე გიორგი V ბრწყინვალემ (1314-1346 წწ.) ეგვიპტის სულთნის წინაშე წარგზავნილი ელჩობის შემდეგ "კლიტენი იერუსალიმისანი" ჩაიბარა. ამ დროიდან მაცხოვრისა და მახარობლების განმასახიერებელი ხუთნიშნიანი კომპოზიცია (სხვა და სხვა სახეცვლილებით და, მათ შორის, 5 ჯვრის გამოსახვით) უკვე გვევლინება საქართველოს დამაფიქსირებელ სიმბოლოდ, რასაც ადასტურებს მრავალი საზღვაო რუკა-პორტულანები, სადაც ხუთნიშნიანი კომპოზიცია გამოსახულია (პორტულანებზე) ქალაქების თბილისისა და ცხუმის (სოხუმის) ციხე-სიმაგრეების თავზე. გთვაზობთ უძველესი ისტორიული საზღვაო რუკების მცირე ჩამონათვალს: 


ბოჭორმის ეკლესია ხუთჯვრიანი კომპოზიცია X –XI სსპიეტრო ვესკონტეს (Pietro Vesconte, დაახლ. 1310-1330 წწ.) 1318 წლის რუკა, რომელიც 1321 წელს გამოაქვეყნა ვენეციელმა სახელმწიფო მოღვაწემ და გეოგრაფმა მარინო სანუდო უფროსმა (Marino Sanudo) თავისი დაახლოებით 1307 წელს დაწერილი წიგნის -Liber Secretorum დამატებაში (გაგრძელებაში) - Opus Terrae Sanctae. დაცულია დიდი ბრიტანეთის სამეფო ბიბლიოთეკაში (პიეტრო ვესკონტე ითვლება პორტოლანის დიაგრამების ფუძემდებლად) ანჯელინო დულჩერის (Angelino Dulcert) 1339 წლის პორტოლანი. დაცულია დიდი ბრიტანეთის სამეფო ბიბლიოთეკაში ფრანჩესკო და დომენიკო პიციგანოების (იტალ. Francesco and Domenico Pizigano) 1367 წლის პორტოლანი. ინახება პარმის პალატინის ბიბლიოთეკაში (Biblioteca Palatina).

დომენიკო და ფრანჩესკო პიციგანების პორტოლანი
გებრიელ დე ვალსეკას (Gabriel Vallseca. დაახლ. 1408-1467 წწ.) 1439 წლის პორტოლანი. ინახება კატალონიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

საქართველოს სახელმწიფო დროშის ხუთჯვრიანი კომპოზიცის ანალოგიური გამოსახულებები (მაცხოვარის და ოთხი მახარობელის სიმბოლური გამოსახულება) სხვა და სხვა სახით ხშირად გვხვდება შუა საუკუნეების ქართული ეკლესიების ბარელიეფებსა თუ ყოფით-გამომსახველობით კულტურაში. იგი წარმოდგენილია ნეკრესის ეკლესიის (VIს.), ბოჭორმის (Xს.), მანგლისის (XIს.), ჩხერის (XVს.) ეკლესიებზე, ასევე დავით III კურაპალატის (Xს.) ვერცხლის მონეტაზე, ქართულ ორნამენტიკაში, ეთნოგრაფიულ ნიმუშებზე (ხევსურულ ფარდაგებზე; ტალავარზე) და სხვ.

 

საქართველოს პარლამენტთან არსებული

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო