საქართველოს მთავრობა – სიახლეები

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი დონორებს საჯარო სამსახურის რეფორმის შესახებ ესაუბრა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-04-27

 

საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელება, ამ მიმართულებით მიღწეული შედეგები და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები იყო საკოორდინაციო შეხვედრის მთავარი თემები, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა და საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა, ეკა ქარდავამ დონორ ორგანიზაციებსა და განვითარების პარტნიორებთან გამართეს.

შეხვედრაზე, საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა, ეკა ქარდავამ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს საჯარო სამსახურის კანონის ძალაში შესვლასა და კანონში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხო საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობას და სამომავლო თანამშრომლობას. დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას რეფორმის შემდგომ განხორციელებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვეს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დონორების მხრიდან საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელებაში ჩართული-EU-ს, USAID-ის, დიდი ბრიტანეთის საელჩოს, NATO/PDP-ის, UNDP-ის, GIZ-ის და SIDA-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.