საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერის ოფიციალური ვიზიტი ირანში დაიწყო ამოსაბეჭდი ვერსია

2017-04-22

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დაიწყო. ირანის სამთავრობო კომპლექსში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები. გიორგი კვირიკაშვილს ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ესჰაყ ჯაჰანგირმა უმასპინძლა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური