ნიკა გილაურინიკა გილაური

დაიბადა 1975 წელს ქ. თბილისში.
სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტზე.
1995 წელს დაამთავრა ინგლისის ბიურნემოუნტის კოლეჯი, ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები.
1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ლიმერიკის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი ფინანსებისა და ეკონომიკის განხრით.
1999-2000 წლებში სწავლობდა ფილადელფიის ტემპლეს უნივერსიტეტში.
2000 წელს დაიცვა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ბიზნეს მენეჯმენტში (პარიზი-ფილადელფია-ტოკიო). პარალელურად 1999 წელს მუშაობდა დუბლინის საერთაშორისო საფინანსო ცენტრში - საფონდო მენეჯმენტის კორპორაცია ,,ინვესკოში" ფონდების ადმინისტრატორ-მენეჯერად.
2000 წელს იყო ფილადელფიის, მცირე ბიზნესის განვითარების ცენტრის ენერგო დაზოგვის პროექტების ფინანსური კონსულტანტი.
2001 წელს დაინიშნა საქართველოს ტელეკომში ფინანსურ კონსულტანტად.
2002 წელს მუშაობდა - ესპანური კონსორციუმის ,,იბერდროლას" საქართველოს ენერგობაზრის მენეჯმენტ-კონტრაქტორად, ფინანსურ კონსულტანტად.
2003 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა ირლანდიური კომპანია ი-ეს-ბი-იში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მენეჯმენტ-კონტრაქტორად, ფინანსურ მაკონტროლებლად.
2004-2007 წლებში იყო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი.
2007 წლის 30 აგვისტოს დაინიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრად.

2009 წლის 6 თებერვალს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი