• 11 იანვარი 2018
    პრემიერმა მთავრობას 2018 წლის გეგმების განხორციელებაში წარმატება უსურვა

    2018 წელს გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები; მნიშვნელოვანია, რომ ისინი აღსრულდეს და ჩვენი მოქალაქეების მოლოდინები გამართლდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2018 წლის პირველ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

  • 11 იანვარი 2018
    პრემიერ-მინისტრი პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა

    სხდომის დაწყებამდე მინდა, შევეხო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას - ეს არის ტერორიზმი - გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენი სახელმწიფოც ყველაფერს აკეთებს ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

  • 07 იანვარი 2018
    პრემიერ-მინისტრმა საქართველოს შობის დღესასწაული მიულოცა

    ყველას გულით გილოცავთ ქრისტეშობის უდიდეს დღესასწაულს! გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. 

  • 04 იანვარი 2018
    პრემიერმა პატრიარქს საიუბილეო თარიღები მიულოცა 

    თქვენო უწმინდესობავ, თქვენი მეუფება არის არა მხოლოდ წყალობა ჩვენი ერისთვის, არამედ - სასიცოცხლო საჭიროებაც; იმ გამოწვევების ფონზე, სადაც ჩვენი ქვეყანა იმყოფება დღეს, თქვენი პატრიარქობა არის ჩვენი უდიდესი სიძლიერე და, რა თქმა უნდა - სასიცოცხლო აუცილებლობა, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საიუბილეო თარიღები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.