-
2017-06-30 შეხვედრა უნგრეთის ელჩთან
პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, შანდორ საბოსთან.
-
2017-06-30 მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება
გვსურს, გამოვეხმაუროთ საფინანსო კომპანია „საქართველოს" დაზარალებული მეანაბრეების საპროტესტო აქციას.
-
2017-06-30 2017 წლის 30 ივნისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 33 საკითხი განიხილა.
-
2017-06-30 შვეიცარიული კომპანია „შტადლერ რეილ ეი ჯი“ საქართველოში ინვესტირებით არის დაინტერესებული
მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია „შტადლერ რეილ ეი ჯი" (Stadler Rail AG) საქართველოში ქარხნის აშენების პერსპექტივას განიხილავს, - მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, კომპანია საქართველოში ინვესტირების მზადყოფნას გამოთქვამს, „შტადლერის" პრეზიდენტმა პიტერ შპულერმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მოაწერეს ხელი.
-
2017-06-30 საქართველოში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდება
2-დან 15 ივლისამდე საქართველო პირველად უმასპინძლებს 19 წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს, რომელიც თბილისსა და გორში ჩატარდება. საერთაშორისო სპორტული ღონისძიების მნიშვნელობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეაფასა.
-
2017-06-30 ბახმაროს ქალაქთმშენებლობითი გეგმა
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრები ბახმაროს ქალაქთმშენებლობით გეგმას განიხილავენ.
-
2017-06-30 „შტადლერი“ საქართველოში ვაგონმწარმოებელი და ვაგონშემკეთებელი ქარხნის აშენების პერსპექტივას განიხილავს
მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია „შტადლერ რეილ ეი ჯი" (Stadler Rail AG) საქართველოში ვაგონმწარმოებელი და ვაგონშემკეთებელი ქარხნის აშენების პერსპექტივას განიხილავს, -მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, კომპანია საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს შეისწავლის, დღეს „შტადლერის" პრეზიდენტი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მოაწერენ ხელს.
-
2017-06-30 პრემიერი: ჩვენ გვექნება კონსტიტუცია, რომელიც აბსოლუტურ შესაბამისობაში იქნება ყველაზე მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებთან
ჩვენ გვექნება კონსტიტუცია, რომელიც სწორედ ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნებით დაიხვეწა და აბსოლუტურ შესაბამისობაში იქნება ყველაზე მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებთან, რომლებიც დღეს არსებობს მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში, - ასევ გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.
-
2017-06-30 ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა
31 ივლისს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტი შედგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2017-06-29 შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ივლისში საქართველოს ეწვევა
ორი თვის წინ საქართველოს დელეგაციის ვიზიტის დროს აშშ-ში, მაიკ პენსთან ჩემი შეხვედრისას ვთხოვე მას, ვიზიტით წვეოდა ჩვენს ქვეყანას.
-
2017-06-29 2017 წლის 30 ივნისს, 10:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 33 საკითხი
-
2017-06-29 პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესზე
ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარევ, ქალბატონო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარევ, მოგესალმებით.
-
2017-06-29 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს შეხვდა.
-
2017-06-28 შეხვედრა ავღანეთის ფინანსთა მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში ვიზიტით მყოფ ავღანეთის ფინანსთა მინისტრს, იქლილ ჰაკიმის შეხვდა.
-
2017-06-27 პრემიერმა ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზა გახსნა
ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56.5 კილომეტრიანი გზა ექსპლუატაციაში სრულად შევიდა, - ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15.2 კილომეტრიანი მონაკვეთი შეემატა.
-
2017-06-27 „სოლიდარობის ფონდის“ ანგარიში
400 ბავშვისა და 22 წლამდე ახალგაზრდის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთის წამყვან კლინიკებში-დაარსებიდან 3 წლის თავზე „საქართველოს სოლიდარობის ფონდი" საზოგადოების წინაშე შემაჯამებელი ანგარიშით წარდგა.
-
2017-06-27 შეხვედრა კომპანია Dafang International Group-ის პრეზიდენტთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩინური კომპანიის - Dafang International Group-ის პრეზიდენტს, ლუ იუჰანგს შეხვდა.
-
2017-06-26 საზეიმო მიღება
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლებს კანის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს მიერ მიღწეული წარმატების აღსანიშნავად გამართულ საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა.
-
2017-06-26 შეხვედრა B’nai B’rith International-ის დელეგაციასთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი B'nai B'rith International-ის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ორგანიზაციის პრეზიდენტი გარი სოლცმენი ხელმძღვანელობს.
-
2017-06-26 შეხვედრა FIS-ის გენერალურ მდივანთან
მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატს 2023 წელს, შესაძლოა, საქართველომ უმასპინძლოს, - აღნიშნული შესაძლებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გენერალურმა მდივანმა სარა ლუისმა დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს.
-
2017-06-25 პრემიერ-მინისტრის მილოცვა
ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და ჩვენი თანაცხოვრების ისტორია საუკუნეებს ითვლის; ჩვენ გვაკავშირებს დიდი მეგობრობა და ეს არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე.
-
2017-06-24 ნატახტარის აეროდრომზე ავიაშოუ გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატახტარის აეროდრომის ტერიტორიაზე გამართულ ავიაშოუს დაესწრო.
-
2017-06-24 შუახევიჰესის მშენებლობა დასრულდა
ბოლო 50 წლის მანძილზე საქართველოში აშენებული ყველაზე მსხვილი ჰესის, შუახევიჰესის პროექტი დასრულდა.
-
2017-06-24 პრემიერმა გურიაში თანამედროვე სტანდარტების ახალი საწარმო გახსნა
40 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია და თანამედროვე სტანდარტების ახალი საწარმო გურიის რეგიონში, - სოფელ ნაბეღლავში უალკოჰოლო სასმელის საწარმოს გახსნის ცერემონიაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა.
-
2017-06-23 24 ივნისს საქართველოს პრემიერ–მინისტრი გურიის რეგიონსა და აჭარას ეწვევა
გიორგი კვირიკაშვილი გურიის რეგიონში, სოფელ ნაბეღლავში უალკოჰოლო სასმელის საწარმოს გახსნის ღონისძიებას დაესწრება.
-
2017-06-23 პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მუსლიმანთა თემს იფთარზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მოახლოებულ რამაზან ბაირამთან დაკავშირებით, საქართველოს მუსლიმანთა თემს იფთარზე უმასპინძლა.
-
2017-06-23 საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა
დღეს შესრულდა 23 წელი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან. ვულოცავ პროფესიულ დღეს მთელ პირად შემადგენლობას, ყველა თანამშრომელს.
-
2017-06-22 2017 წლის 22 ივნისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 28 საკითხი განიხილა.
-
2017-06-22 ქარის ელექტროსადგურის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება
ქართლის ქარის ელექტროსადგურის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება, - საჯარო შეთავაზებით იქმნება პრეცედენტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს პროექტში წილის შეძენის შესაძლებლობას აძლევს.
-
2017-06-22 კანის საერთაშორისო ფესტივალზე მიღწეული წარმატება
საქართველოში „მეექვსმილიონე ტურისტის" შესახებ გადაღებული ვიდეორგოლი კანის საერთაშორისო ფესტივალზე ვერცხლის და ბრინჯაოს ლომის მფლობელი გახდა, რაც არის ძალიან დიდი წარმატება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2017-06-22 პრემიერი - ჩვენ შევძლებთ, აფხაზებისა და ოსების დაბრუნებას და საქართველოს გაერთიანებას
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში კიდევ 400-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა.
-
2017-06-22 მიუნხენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
-
2017-06-22 DCFTA.GOV.GE იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ქართველი მეწარმეებისთვის
ვებგვერდი DCFTA.GOV.GE იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი საქართველოს განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, რათა მათ გამოიყენონ ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების პოტენციალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2017-06-21 2017 წლის 22 ივნისს, 10:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 28 საკითხი
-
2017-06-19 პრემიერი „ფერეროს“ სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის პრეზენტაციას დაესწრო
„ფერერო" საქართველოსათვის საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის არა ერთ-ერთი, არამედ, ალბათ ყველაზე ეფექტური მაგალითია; ეს არის კომპანია უდიდესი გამოცდილებით, რომელთა გამოცდილებისა და ტექნოლოგიის გაზიარება ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული აღმოჩნდა საქართველოსათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფერეროს სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2017-06-19 მიწის საკუთრებაზე დაწესებული შეზღუდვები უცხოურ ინვესტიციებს ხელს არ შეუშლის
გარკვეული შეზღუდვები, რომელსაც ჩვენ მიწის საკუთრებაზე ვაწესებთ, არავითარ შემთხვევაში არ შეუქმნის პრობლემას პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.
-
2017-06-19 პრემიერის კომენტარი კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით
პატრიარქის განცხადება კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით, არის საკმაოდ საინტერესო და ვფიქრობთ, რომ ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით ამაზე მსჯელობა ძალიან დადებითი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
-
2017-06-19 პრემიერის კომენტარი აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებაზე
ჟურნალისტი მუხთარლის საქმეზე წინასწარი დასკვნების გაკეთება არ იქნებოდა სწორი.
-
2017-06-19 მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა
მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას 37 სოფელი დაემატება და მომავალი წლიდან შესაბამისი სოციალური შეღავათებით კიდევ 7000-მდე მოსახლე ისარგებლებს - 37 სოფლისთვის მთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შუამდგომლობა დღეს მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ მოიწონა.
-
2017-06-19 შეხვედრა ADB-ის წარმომადგენლებთან
საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დადებითი ტენდენციები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის შონ ო სალივანის შეხვედრის მთავარი თემები.
-
2017-06-19 ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ახალი ვებგვერდი აამოქმედა -DCFTA.GOV.GE-ზე თავმოყრილია სრული ინფორმაცია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ.
-
2017-06-19 ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი TUM-თან თანამშრომლობით განვითარდება
ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის აკადემიური განვითარების გეგმას, აკადემიურ და კვლევით პროგრამებს, მმართველობითი სტრუქტურებისა და განვითარების გეგმას მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) სპეციალისტები ქართულ მხარესთან ერთად შეიმუშავებენ, - თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის დაფუძნებული ორგანიზაცია TUM International-ის მმართველმა დირექტორმა დანიელ გოტშალდმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.
-
2017-06-17 სეზონის დახურვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მეუღლესთან ერთად, ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სეზონის დახურვას დაესწრო.
-
2017-06-17 პრემიერი - ადამიანების განწყობა და ერთმანეთის სიყვარული ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს
იმერეთი ნამდვილად არის საქართველოს განსაკუთრებული რეგიონი, განსაკუთრებული შესაძლებლობებით და ჩვენი მოვალეობაა, ყველა ეს შესაძლებლობა სათანადოდ ავითვისოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ ზედა სიმონეთში, დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში სახალხო ზეიმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2017-06-16 პრემიერ-მინისტრის სამძიმარი
მწუხარებას გამოვთქვამ გერმანელი პოლიტიკური მოღვაწის, გერმანიის ყოფილი კანცლერის ჰელმუტ კოლის გარდაცვალების გამო.
-
2017-06-16 დემოკრატიული და საჯარო მმართველობის რეფორმაზე დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს მთავრობამ, დემოკრატიული და საჯარო მმართველობის რეფორმის საკითხებზე საგარეო დახმარების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, დონორთა თემატური საკოორდინაციო შეხვედრა გამართა.
-
2017-06-15 საზეიმო მიღება დიდი ბრიტანეთის საელჩოში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო, რომელიც დიდი ბრიტანეთის საელჩოში გაიმართა.
-
2017-06-15 შეხვედრა ბენეფიციართა მშობლებთან
"საქართველოს სოლიდარობის ფონდმა" ბენეფიციართა მშობლებთან შეხვედრა გამართა და მათთან ერთად ფონდის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილა.
-
2017-06-15 მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა
გენდერის, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ეევროკავშირის მაღალი დონის მრჩეველი, მარა მარინაკი დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების საკოორდინაციო ჯგუფს შეხვდა.
-
2017-06-15 2017 წლის 15 ივნისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 21 საკითხი განიხილა.
-
2017-06-14 2017 წლის 15 ივნისს, 10:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 21 საკითხი
-
2017-06-14 მცხეთის კულტურის ცენტრის გახსნის ცერემონია
მცხეთაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე კულტურის ცენტრი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
-
2017-06-14 ახალი სამედიცინო ცენტრი მცხეთაში
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მცხეთაში ახალი 100-საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკა - „წმინდა მეფე მირიან და დედოფალ ნანას სახელობის მცხეთის სამედიცინო ცენტრი" ამოქმედდა.
-
2017-06-14 ახალი საბავშვო ბაღი მცხეთაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქალაქ მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში მდებარე ახალ საბავშვო ბაღს ესტუმრა და 60 ბავშვზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება დაათვალიერა.
-
2017-06-14 პრემიერმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
13 ივნისი, რა თქმა უნდა, დიდი ტკივილის დღეა, მაგრამ ამავე დროს - დიდი სიმამაცის და გმირობის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 13 ივნისის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალთან განაცხადა.
-
2017-06-13 პრემიერ-მინისტრის განცხადება
2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისს თავს დაატყდა სტიქია, რომელსაც ტრაგიკული შედეგები მოჰყვა - სტიქიურმა უბედურებამ ჩვენი 21 მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი, ასეულობით კი დაზარალდა. კიდევ ერთხელ პატივს მივაგებ დაღუპულთა ხსოვნას და თანავუგრძნობ მათ ოჯახებს.
-
2017-06-13 სამუშაო ვახშამი მადლენ ოლბრაიტთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის თავმჯდომარეს, მადლენ ოლბრაიტს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.
-
2017-06-13 საქართველო-არგენტინა - 26:25
თქვენ ხართ ქართული რაგბის მომავალი და გვეამაყებით, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებს, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში, არგენტინა ანგარიშით 26:25 დაამარცხა.
-
2017-06-13 შეხვედრა IMF–ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს,ტაო ჟანგს შეხვდა.
-
2017-06-13 შეხვედრა JICA-ს პრეზიდენტთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს(JICA) პრეზიდენტს, დოქტორ შინიჩი კიტაოკას შეხვდა.
-
2017-06-12 შეხვედრა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩუსს შეხვდა.
-
2017-06-10 საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება
მსურს, გამოვეხმაურო ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული ახალგაზრდების, მიხეილ მგალობლიშვილის და გიორგი ქებურიას საქმეს.
-
2017-06-09 თბილისში ახალი სასტუმრო გაიხსნა
თბილისში ხუთვარსკვლავიანი დიზაინ-სასტუმრო „IOTA HOTEL TBILISI" გაიხსნა. ახალი სასტუმროს გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.
-
2017-06-09 პრემიერი „ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
საქართველოსა და ჩინეთს, ტრადიციულად, ერთმანეთთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ, რომელიც თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის პრინციპებს ეფუძნება; დღეს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
-
2017-06-09 გამოსამშვიდობებელი შეხვედრა წმინდა საყდრის დესპანთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე უმასპინძლა წმინდა საყდრის დესპან მარეკ სოლჩინსკის, რომელსაც მისიის ვადა ამოეწურა.
-
2017-06-08 ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის დებულება დამტკიცდა.
-
2017-06-08 2017 წლის 8 ივნისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 26 საკითხი განიხილა.
-
2017-06-08 მმართველი გუნდის ინიციატივა
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლება შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანებას, სახელმწიფოს და თვითმმართველ ერთეულს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2017-06-07 შეხვედრა უკრაინის თავდაცვის მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის თავდაცვის მინისტრს, გენერალ სტეპან პოლტორაკს შეხვდა.
-
2017-06-06 ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლებთან შეთანხმება შედგა
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ახალი შენობის მშენებლობა მაქსიმუმ სამი წლის ვადაში დასრულდება, მანამდე კი უმოკლეს დროში არსებული შენობა გარემონტდება, - აღნიშნული შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ცენტრის თანამშრომლების დღევანდელ შეხვედრაზე შედგა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2017-06-06 შეხვედრა IMF-ის აღმასრულებელ დირექტორთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ენტონიდე ლანოის შეხვდა.
-
2017-06-06 თბილისში თანამედროვე სტანდარტების კიდევ ერთი კლინიკა გაიხსნა
თბილისს თანამედროვე სტანდარტების კიდევ ერთი სამკურნალო დაწესებულება შეემატა, - აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის მრავალპროფილური, უახლესი აპარატურით აღჭურვილი კლინიკა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ჯანდაცვის მინისტრთან ერთად გახსნა.
-
2017-06-06 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურა
-
2017-06-05 ახალი რეისი ლონდონის მიმართულებით
საერთაშორისო ფრენებს ახალი, პირდაპირი მიმართულების რეგულარული რეისი დაემატა - „თბილისი-ლონდონი-თბილისი", რომელსაც ქართული ავიაკომპანია Georgian Airways შეასრულებს.
-
2017-06-05 პრემიერ–მინისტრის კომენტარი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით.
-
2017-06-04 პრემიერ-მინისტრის სამძიმარი
ძალიან ვწუხვარ ლონდონში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების გამო, რომლებსაც კვლავ შეეწირნენ უდანაშაულო ადამიანები - დაღუპულია 6 და დაშავებულია ათობით ადამიანი.
-
2017-06-03 საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება
მინდა განცხადება გავაკეთო აზერბაიჯანის მოქალაქის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე და აღვნიშნო, რომ ეს, პირველ რიგში, აზიანებს ქვეყნის იმიჯს, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია.
-
2017-06-03 აშშ-ის პრეზიდენტის წერილი
ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ჩემთვის დიდი პატივია, რომ შესაძლებლობა მაქვს მოგილოცოთ თქვენ და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მტკიცე და აქტიური პარტნიორობა აკავშირებთ, რაზეც ვაშინგტონში თქვენი ვიზიტისას ჩვენ ვისაუბრეთ კიდეც, და ეს პარტნიორობა, ჩემი ღრმა რწმენით, მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება.
-
2017-06-02 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იტალიას ეროვნული დღესასწაული მიულოცა
საქართველოსა და იტალიას აკავშირებთ პარტნიორობა, რომელიც საერთო ინტერესებსა და ფუნდამენტურ ღირებულებებს ეფუძნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იტალიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2017-06-01 შეხვედრა ჩინელ ბიზნესმენებთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წამყვანი ჩინური ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
-
2017-06-01 2017 წლის 1 ივნისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 25 საკითხი განიხილა.
-
2017-06-01 რა გაკეთდა ბავშვებისთვის 2013 წლიდან დღემდე
უფასო სახელმძღვანელოები გადაეცა 500 000-მდე საჯარო და 4 000-მდე კერძო სკოლის მოსწავლეს. უფასო ტრანსპორტით სარგებლობს 1212 საჯარო სკოლის 66 070-ზე მეტი მოსწავლე...
-
2017-06-01 ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები შედის
საქართველოში თვითმმართველობა აუცილებლად განვითარდება და კიდევ უფრო ჩაიშლება დაბალ მუნიციპალურ დონეებზე; ამას წინ არაფერი უდგას და სპეკულაციებს, რომლებსაც მთელი ამ დღეების განმავლობაში ვისმენდით, არანაირი საფუძველი არ გააჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2017-06-01 ცვლილებები „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში
საქართველოში თვითმმართველობა აუცილებლად განვითარდება და კიდევ უფრო ჩაიშლება დაბალ მუნიციპალურ დონეებზე; ამას წინ არაფერი უდგას და სპეკულაციებს, რომლებსაც მთელი ამ დღეების განმავლობაში ვისმენდით, არანაირი საფუძველი არ გააჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2017-06-01 პრემიერ-მინისტრმა ქართველ მორაგბეებს წარმატებები უსურვა
საქართველოში რაგბი არის ნამდვილად ნაციონალური თამაში, ის გახდა ეროვნული ღირსების სიმბოლო და მინდა, ყველა მორაგბეს მივულოცო ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რომ ჩვენს ქვეყანაში ტარდება ესოდენ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჩემპიონატი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც პროექტ check in Georgia-ს ფარგლებში 31 მაისიდან იმართება.
-
2017-06-01 ქართული აკრედიტაციის საერთაშორისო აღიარება
ევროპული აკრედიტაციის (EA) გენერალურ ასამბლეაზე ხელი მოეწერა საქართველოში გაცემული აკრედიტაციის შედეგების აღიარების შეთანხმებას (EA BLA)-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ეკონომიკის სამინისტროს და აკრედიტაციის ცენტრს გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის.
-
2017-06-01 პრემიერმა ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა
ჩვენი სახელმწიფოს ზრუნვის საგანია, ყველა ბავშვს ჰქონდეს თანაბარი პირობები განვითარებისა და მათი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.
-
2017-06-01 პრემიერ-მინისტრის განცხადება აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყველას მოუწოდებს, აზერბაიჯანელი მოქალაქის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისგან თავი შეიკავონ.