საქართველოს მთავრობა – სიახლეები

რა გაკეთდა ბავშვებისთვის 2013 წლიდან დღემდე ამოსაბეჭდი ვერსია

2017-06-01

► უფასო სახელმძღვანელოები გადაეცა 500 000-მდე საჯარო და 4 000-მდე კერძო სკოლის მოსწავლეს.
► უფასო ტრანსპორტით სარგებლობს 1212 საჯარო სკოლის 66 070-ზე მეტი მოსწავლე.
► 6786 -მდე სპეციალური საჭიროების მოსწავლეს ემსახურება სპეციალური მასწავლებელი.
► დღეის მდგომარეობით ფუნქციონირებს 10 ინტეგრირებული კლასი.
► ყველა არასრულწლოვან მსჯავრდებულს შეუძლია განათლების მიღება.
► განხორციელდა ნაწილობრივი რეაბილიტაცია 1345 სკოლაში აშენდა 13 საჯარო სკოლა.
► მიმდინარეობს 10 საჯარო სკოლის მშენებლობა და დაგეგმილია 10 საჯარო სკოლის მშენებლობა.
► ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია ინტერნეტით.
► პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა - 180 776 პირველკლასელს.
► 7570 მოსწავლე დაჯილდოვდა პორტაბელური კომპიუტერით.
► წარჩინებულ მოსწავლეებს გადაეცათ 6515 ოქროსა და 4994 ვერცხლის მედალი.
► ამოქმედდა საზაფხულო სკოლების პროგრამა.
► 443-მდე საჯარო სკოლაში ამოქმედდა სამედიცინო კაბინეტი.
► პირველად დაიბეჭდა სახელმძღვანელოები ბრაილის შრიფტით.
► სმენის პრობლემების მქონე მოსწავლეებისთვის მომზადდა ადაპტირებული სახელმძღვანელოები.
► ხანგრძლივად ჰოსპიტალიზებულ ბავშვებს მიეწოდებათ განათლების სერვისი იაშვილის კლინიკაში.
►2013 წლიდან დღემდე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველ და შემდგომ საფეხურზე ჩაირიცხა 768 შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი.
►2015 წლიდან დღემდე ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სკოლაში ჩაირიცხა 100 -ზე მეტი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვი, 6 ბენეფიციარი ჩაირიცხა პროფესიულ სასწავლებელში.
► სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, დევნილი, ეთნიკური უმცირესობების და ლინგვისტური პრობლემების მქონე 580 მოზარდი ჩართულია სოციალური ინკლუზიის პროგრამაში.
► სარეაბილიტაციო სამუშოები განხორციელდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების 13 სკოლაში, უფასო ავტობუსით სარგებლობს 37 სკოლის 2015 მოსწავლე.
► დევნილებისთვის გადაცემულ ბინებში გათვალისწინებულია ბავშვებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
► საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები პატარებისთვის სისტემატიურად აწყობს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს.

► 45 სკოლის 1430 მოსწავლე ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდეგ კამპანიებში:
· საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია
· არა ძალადობას
· არა ბიო ნარკოტიკს
· უსაფრთხოების გაკვეთილები

► სოლიდარობის ფონდმა 390 ბავშვის მკურნალობა დააფინანსა.
· ფონდში გაერთიანებულია 702 საჯარო უწყების, 60 000-ზე მეტი თანამშრომელი, 65 ორგანიზაცია და 53 სტუდენტური გაერთიანება.
► ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით 2017 წელს 1303 ბავშვი დაფინანსდა.
► მოქმედებს დემოგრაფიული პროგრამა, საქართველოს 7 რეგიონში ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვზე გაიცემა ფინანსური დახმარება - პროგრამაში უკვე ჩართულია 7258 ბავშვი.
► მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონის ფარგლებში, ფულადი დახმარება მიიღო 3891 ბავშვმა.


► დღის ცენტრების მომსახურებით ყოველთვიურად სარგებლობს 700-მდე შშმ ბავშვი და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი 600-მდე ბავშვი.
► ადრეული განვითარების პროგრამით ყოველთვიურად სარგებლობს 600-მდე ბავშვი.
► ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით 2017 წელს უკვე დაფინანსდება 6250 კურსი.
► მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით 2017 წელს სარგებლობს 170 ბავშვი.
► 2014 წლიდან მოქმედებს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამა. კვების ვაუჩერით სარგებლობს 1229 ბავშვი.
► ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის შემადგენლობაში, ბავშვთა ტუბერკულოზის სამკურნალო განყოფილების ახალი შენობა გაიხსნა.
► ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის პირველი საპილოტე სპეციალიზებული საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა.
► თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეების ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო პროგრამას ახორციელებს.
► გარემოსდაცვითი ლექცია-სემინარები მოისმინა 4 974-მა მოსწავლემ.
► გარემოსდაცვით საგანმანათლებლო კამპანიებში ჩაერთო 8 000-ზე მეტი მოსწავლე.
► დაინერგა სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება თბილისისა და ქ.თელავის საბავშვო ბაღებში.
► დაცული ტერიტორიების ორგანიზებით გამართულ ეკო-გაკვეთილებში, ეკო-ტურებში და ეკო-ბანაკებში 300 000-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.
► არასრულწლოვან პატიმართა რეაბილიტაციისთვის ხორციელდება:
· ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამები
· პროფესიული და სახელობო პროგრამები
· ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიებები
· სპორტული წრეები
· კულტურული ღონისძიებები, შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან
· სასჯელაღსრულების დაწესებულებების ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლება

► დამტკიცდა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი".
► მოქმედებს არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა, ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის პროგრამა.
► დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდულ პროგრამებში ჩაერთო 6500 მოსწავლე.
► პარლამენტმა ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა უფლებების დასაცავად საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა.
► თბილისში ამოქმედდა მედიაციის სახლი. ფუნქცია - რისკის ქვეშ მყოფი, მათ შორის, ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვებისთვის სპეციალური პროგრამების/პროექტების შეთავაზება;მედიაციის სახლი უკვე 700-ზე მეტ არასრულწლოვანს მოემსახურა.
► პროექტი "მე საზოგადოებრივი ცენტრის მოხალისე ვარ" 2016 წლის ივნისიდან დღემდე 132 ბავშვია ჩაერთო.
► საქართველოს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში საქართველოს პირველი რესპუბლიკა მონაწილეობა მიიღო 100ზე მეტი სკოლის 700ზე მეტმა მოსწავლემ.

► 15 000-მდე ბენეფიციარი ჩაერთო „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" მიერ ორგანიზებულ სპორტულ, შემეცნებით, გასართობ და კულტურულ 40-მდე პროექტში.
მათ შორის:
• პროგრამა „ახალგაზრდული ფესტივალი 2017"-ის ფარგლებში: 1. პროექტი - „
• სპორტული დარბაზები და ინტეგრირებული სახელობო წრეები"
• პროექტი - „ჩვენთვის და ჩვენთან ერთად"
• „CYNC - ბიბლიოთეკა"
• „CYNC - სპორტი ბარიერების გარეშე"
• „ლიტერატურული კონკურსი „ჩემი თავგადასავალი"
• კონკურსი დამწყები მხატვრებისათვის"
• ,,ინტელექტის დღე"
• „მომავლის ბანაკი"
• .„საზაფხულო სკოლების" პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად"

► ხორციელდება კულტურული პროექტები, კონკურსები და ფესტივალები ბავშვებისათვის:
• კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, თოჯინების თეატრს ახალი შენობა ექნება;
• სახელმწიფო თოჯინების თეატრებს, კულტურის სამინისტრო ყოველწლიურად უფინანსებს სადადგმო და საგასტროლო ხარჯებს.
• დაიწყო მასშტაბური პროექტები სკოლის მოსწავლეებისთვის; „ექსკურსია თეატრებში" და „ექსკურსია მუზეუმებში"
• სახელოვნებო სკოლებს გადაეცა სამხატვრო ინვენტარი.
• მიმდინარეობს პროექტი „ცოცხალი წიგნები".
• ფინანსდება საბავშვო ჟურნალი „დილა".
• ტარდება იაკობ გოგებაშვილის სახელობის, პირველი საბავშვო ლიტერატურული კონკურსი.
• გამოიცა ვაინახური ზღაპრები.
• კინოჩვენებისათვის საჭირო ინვენტარით აღიჭურვა 24 მუნიციპალიტეტი.
• მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროექტი „კინო სკოლაში" გაიმართა 6854 კინოჩვენება, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 445 სკოლაში.
• ტარდება ანიმაციური ფილმების ფესტივალი „ნიქოზი" - ფესტივალი, ანიმაციური ფილმების ფესტივალი „თოფუზი" , საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს პეპელა".
• იმართება პროექტები „შემოსაზღვრე საქართველო" და „მრავალფეროვანი საქართველო".
• მცირედმხედველი და სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის კულტურის სამინისტრო ყოველწლიურად სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.
• სახელოვნებო სასწავლებლებს გადაეცა მუსიკალური ინსტრუმენტები.
• ტარდება ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი.
• კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, სხვადასხვა სახელოვნებო სასწავლებლის მოსწავლეები და სტუდენტები ყოველწლიურად, მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო კონკურსებში, ვორქშოპებში და ა.შ.

► პროექტი - „წერილი ჯარისკაცებს" მოსწავლეები წერილებს უგზავნიან ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს.
► სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა ტექნოპარკში ოთხ სხვადასხვა მიმართულების შესწავლა დაიწყეს.
► მიმდინარეობს პროექტი „სასწავლო კურსები სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის".

► ბავშვებში ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ 2012-2017 წლებში სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიება განხორციელდა, კერძოდ:
• 400-მდე შეხვედრა თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სკოლებში;
• ნატოსა და ევროკავშირის 50-მდე საინფორმაციო კუთხის გახსნა სკოლებში;
• 3-თვიანი უფასო კურსი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით დაღუპული და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის;
• 2-წლიანი ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო კურსი დაღუპული და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის;
• საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები 100-მდე ბავშვისთვის მოეწყო საინფორმაციო სემინარები და შეხვედრები თბილისში;
• 400-მდე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვისთვის სხვადასხვა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიება;
• 2500-მდე ბავშვმა ანაკლიის „მომავლის ბანაკის"ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღო;
• კინგსის საერთაშორისო ოლიმპიადის ფარგლებში 20 000 მონაწილეს მიეწოდა ინფორმაცია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ;
• 400-მდე კონკურსი,ვიქტორინა და ინტერაქტიული თამაში ბავშვებისთვის;
• 70-მდე ღია კარის დღე საინფორმაციო ცენტრში სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებისთვის;
• ექსკურსიები სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში და სამხედრო ბაზებზე 1000-მდე ბავშვის მონაწილეობით;
• ლექციათა ციკლის „მე-ევროპელი" ფარგლებში 900 -მა ბავშვმა მიიღო ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ;
• პროექტ „ჩართე ახალგაზრდების" ფარგლებში 50 ბავშვმა მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღო მონაწილეობა;
• 5000-მდე ბავშვი ჩაერთო ნატოსა და ევროპის დღეების გახსნასთან დაკავშირებულ შემეცნებით ღონისძიებებში;
• პროექტში „ნატო და ევროკავშირი რეგიონებში" 2800 -მდე ბავშვი ჩაერთო მთელი საქართველოს მასშტაბით;