საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

თბილისში ახალი სასტუმრო გაიხსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-06-09

 

თბილისში ხუთვარსკვლავიანი დიზაინ-სასტუმრო „IOTA HOTEL TBILISI" გაიხსნა. ახალი სასტუმროს გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო კომპლექსი დაათვალიერა და იმედი გამოთქვა, რომ თბილისის ცენტრში, ისტორიულ უბანში მდებარე სასტუმრო მიმზიდველი იქნება დედაქალაქის სტუმრებისთვის. „IOTA HOTEL TBILISI" პროექტი კერძო ინვესტიციით შეიქმნა. მისი ღირებულება 20 მილიონ ლარამდეა. 90 ნომერზე გათვლილი სასტუმროს  მშენებლობასა და კეთილმოწყობაში გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა ქართული ხის მასალები. სასტუმროში 300 კვ/მ ფართობზე განთავსებულია ვერტიკალური ბაღი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური