შეხვედრა ჩინელ ბიზნესმენებთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-06-01

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წამყვანი ჩინური ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი და უმსხვილესი ინვესტორია, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება აკავშირებს. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და ჩინეთსშორის თავისუფალი ვაჭრობა კიდევ უფრო განამტკიცებს მჭიდრო პარტნიორობას.

„ორიოდე კვირის წინ ხელი მოვაწერეთ ჩინეთთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას, რაც არის წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. საქართველო გახდა ქვეყანა, რომელსაც ყველაზე ლიბერალური ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობა აქვს ჩინეთთან ამ რეგიონში. მინდა იცოდეთ, რომ საქართველო ღიაა ჩინური ინვესტიციებისთვის,"-განაცხადა პრემიერმა შეხვედრაზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს და ხაზი გაესვა ჩინური კომპანიების მხრიდან საქართველოთიდაინტერესების მზარდ დინამიკას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური