2017-06-13
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს,ტაო ჟანგს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი სამწლიანი პროგრამის დღის წესრიგი, რომელიც სრულ თანხვედრაშია მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმასთან.
შეხვედრაზე აღინიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წვლილი ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევაში და გამოითქვა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი საქართველოში IMF-ის პროგრამის წარმატებით განხორციელების მიზნით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების მიმართ.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური