საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

საქართველო-არგენტინა - 26:25 ამოსაბეჭდი ვერსია

2017-06-13

 

თქვენ ხართ ქართული რაგბის მომავალი და გვეამაყებით, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებს, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში, არგენტინა ანგარიშით 26:25 დაამარცხა.

ქართველ მორაგბეებს პრემიერი უმცროს შვილთან, ნიკოლოზთან ერთად, დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გულშემატკივრობდა.

მატჩის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებს გამარჯვება მიულოცა. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა არგენტინის ნაკრებს, რომელსაც საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური