საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

ახალი საბავშვო ბაღი მცხეთაში ამოსაბეჭდი ვერსია

2017-06-14

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქალაქ მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში მდებარე ახალ საბავშვო ბაღს ესტუმრა და 60 ბავშვზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება დაათვალიერა. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პატარა აღსაზრდელებს ახალ ბაღში ყველანაირი პირობა ექნებათ  სკოლამდელი განათლების მისაღებად. 

საბავშვო ბაღის მშენებლობა და აღჭურვაზე 100 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. ბაღში დასაქმებულია 21 ადამიანი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური