საქართველოს მთავრობა – სიახლეები

მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-06-15

გენდერის, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ეევროკავშირის მაღალი დონის მრჩეველი, მარა მარინაკი დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების საკოორდინაციო ჯგუფს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა მარა მარინაკს გააცნეს ინფორმაცია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების („ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე") განხორციელების მიზნით, საქართველოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის შესახებ.

მაღალი დონის მრჩეველმა ხაზი გაუსვა გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეულ პროგრესს და საერთაშორისო ვალდებულებების თანმიმდევრულად შესრულების აუცილებლობას.

საკოორდინაციო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე, პასუხისმგებელია „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს N1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციების გახორციელებაზე.