საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

მიწის საკუთრებაზე დაწესებული შეზღუდვები უცხოურ ინვესტიციებს ხელს არ შეუშლის ამოსაბეჭდი ვერსია

2017-06-19

გარკვეული შეზღუდვები, რომელსაც ჩვენ მიწის საკუთრებაზე ვაწესებთ, არავითარ შემთხვევაში არ შეუქმნის პრობლემას პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. პირველ რიგში ეს არის აუცილებელი პასუხი ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სურვილზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება ფორმები, როგორიცაა გრძელვადიანი იჯარა კვალიფიცირებული ინვესტორებისთვის და ამ გზით შესაძლებელია, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შევუწყოთ ხელი ისე, რომ არანაირი შეფერხება არ მოხდეს. და კიდევ, მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ცვლილება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ არ არის რა თქმა უნდა რეტროაქტიული და არსებულ მფლობელობას არ ეხება.


გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი