საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა ავღანეთის ფინანსთა მინისტრთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-06-28

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში ვიზიტით მყოფ ავღანეთის ფინანსთა მინისტრს, იქლილ ჰაკიმის შეხვდა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს გეოსტრატეგიულ მდებარეობას და მის სატრანზიტო პოტენციალს.

ავღანეთის ფინანსთა მინისტრის მხრიდან გამოითქვა დაინტერესება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მიმართ და აღინიშნა წარმატებით განხორციელებული რეფორმების კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური