საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შვეიცარიული კომპანია „შტადლერ რეილ ეი ჯი“ საქართველოში ინვესტირებით არის დაინტერესებული ამოსაბეჭდი ვერსია

2017-06-30

2

1 3

მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია „შტადლერ რეილ ეი ჯი" (Stadler Rail AG) საქართველოში ქარხნის აშენების პერსპექტივას განიხილავს, - მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, კომპანია საქართველოში ინვესტირების მზადყოფნას გამოთქვამს, „შტადლერის" პრეზიდენტმა პიტერ შპულერმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მოაწერეს ხელი.

ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

მემორანდუმით, კომპანია გამოხატავს მზადყოფნას, განახორციელოს საქართველოში ინვესტიცია, კერძოდ, გახსნას თავისი რეგიონალური შვილობილი კომპანია, რომელიც მატარებლებს და მატარებლის ვაგონებს ააწყობს და ექსპლუატაციაში ჩაუშვებს. ქარხანა შეძლებს როგორც ახალი მატარებლების და მატარებლის ვაგონების წარმოებას, ასევე - სარემონტო სამუშაოების ჩატარებას და იმუშავებს ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, ტექნიკური და კომერციული მიზანშეწონილობის მიხედვით - საექსპორტო შეკვეთებზე. 

საქართველოს მთავრობა კი გამოხატავს მზადყოფნას, კომპეტენციის ფარგლებში,კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელი შეუწყოს კომპანიის მიერ პროექტის განხორციელებას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური