-
2021-02-26 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, ქართველი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმმა და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გამოჩენილმა სამოქალაქო პასუხისმგებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს
ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, ქართველი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმმა და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გამოჩენილმა სამოქალაქო პასუხისმგებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს როგორც გაზაფხულზე, პანდემიის დასაწყისში, ისე მეორე ტალღის დროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს.
-
2021-02-26 ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შორის ვაქცინაციის თაობაზე სატელეფონო საუბარი გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან, რათა, მსოფლიოში მიწოდების კუთხით არსებული კრიზისის მიუხედავად, საქართველოს ჰქონდეს ორგანიზაციის კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერა ვაქცინის პირველი დოზების რაც შეიძლება მალე მისაღებად.
-
2021-02-25 FSI-ის ორგანიზებით ბაკურიანი 2021 წლის მსოფლიო თასს უმასპინძლებს!
სპეციალურად შეჯიბრისთვის აშენდა 3 ახალი საბაგირო, დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, შეძენილ იქნა სპეც-ტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი.
-
2021-02-25 ირაკლი ღარიბაშვილი - ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ, მადლობას ვუხდი შსს-ს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის
ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას.
-
2021-02-25 სებასტიან მოლინეუსი ირაკლი ღარიბაშვილს - მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, რათა საქართველო მოემზადოს სწრაფი აღდგენის პროცესისთვის და ქვეყანაში გაგრძელდეს ეკონომიკური რეფორმების შთამბეჭდავი ტრადიცია
მსოფლიო ბანკის გუნდის სახელით, მადლობას მოგახსენებთ თქვენი წინა პრემიერ-მინისტრობის პერიოდში წარმატებული თანამშრომლობისთვის, - ასე მიმართავს სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის სებასტიან მოლინეუსი ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურ წერილში, რომლითაც მას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
-
2021-02-25 რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნასულოცავს.
-
2021-02-25 2021 წლის 25 თებერვლის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.
-
2021-02-25 პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა
დღეიდან ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, შაბათ-კვირის ჩათვლით; ასევე დღეიდან, ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვის პირობით, სამთო კურორტებზე იხსნება სასტუმროები; ასევე, მუნიციპალური ტრანსპორტი საქართველოს მასშტაბით შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2021-02-25 ირაკლი ღარიბაშვილი - 25 თებერვალი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ, ჩვენმა გმირებმა, მათ შორის იუნკერებმა, საკუთარი სიცოცხლე გაწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის
დღევანდელი დღე, 25 თებერვალი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში განაცხადა, სადაც იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
-
2021-02-25 საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია
საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია. სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
-
2021-02-24 ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
-
2021-02-24 ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
-
2021-02-24 აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ოფიციალური ვიზიტით ბაქოში მიიწვია
ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა მიულოცა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
-
2021-02-24 ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარადგინა.
-
2021-02-23 საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება
საქართველო დღეს დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე. პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ისედაც რთული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. ასევე, გვაქვს სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევები და საგარეო-პოლიტიკური მიზნები.
-
2021-02-23 ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის უწყების თანამშრომლებს დაემშვიდობა
„ჩემთვის ძალიან საამაყო და დიდი პატივი იყო მემსახურა თქვენთვის, ჩვენი ჯარისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს სწირავენ ჩვენს სამშობლოს", - ამ სიტყვებით დაემშვიდობა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის უწყების თანამშრომლებს.
-
2021-02-23 ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, პოლიციას გადავუხადო გულწრფელი მადლობა იმისთვის, რომ მათ დაიცვეს ჩვენი სახელმწიფოს ღირსება, სტაბილურობა და კიდევ ერთხელ ყველას შევახსენებთ, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო
რაც შეეხება შეკითხვას, რომელიც უკავშირდება დღეს ჩატარებულ ოპერაციას, დღეს, ჩვენ გავხდით მომსწრენი იმისა, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი, ძლიერი სახელმწიფო, გვყავს ძლიერი პოლიცია, გვყავს ძალიან ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ნიკა მელიას დაკავებას ეხებოდა.
-
2021-02-23 ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი წინაპრების წინაშე, ჩვენი იუნკერების წინაშე, რომლებმაც გმირულად გაწირეს თავი და შესწირეს ყველაზე ძვირფასი ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის დაცვას
მე მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი წინაპრების წინაშე, ჩვენი იუნკერების წინაშე, რომლებმაც გმირულად გაწირეს თავი და შესწირეს ყველზე ძვირფასი ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის დაცვას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტის სასახლეში 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
-
2021-02-22 პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა
საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს და მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.
-
2021-02-17 პრემიერ-მინისტრის დავალებით, კონსტანტინე ანანიაშვილმა, უამინდობის გამო, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ანანიაშვილმა, უამინდობის გამო, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
-
2021-02-17 შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ „COVID-19“-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გამო შეჩერებული ყველა სახის სერვისი დღეიდან განაახლა
ეტაპობრივი განახლების პროცესი იანვრის ბოლოდან დაიწყო და უკვე ყველა სერვისის მიწოდება აღდგენილია.
-
2021-02-17 გარდაბანში იუსტიციის სახლი შენდება
იუსტიციის სახლის გარდაბნის ფილიალის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია და მომხმარებელს 450-ზე მეტ სერვისს მიმდინარე წლის გაზაფხულიდან შესთავაზებს.
-
2021-02-17 შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა
შეხვედრას, რომელსაც მინისტრების მოადგილეები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახაბერ ქემოკლიძე უძღვებოდა.
-
2021-02-17 სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში
პროგრამის ფარგლებში, უკვე მხარი დაეჭირა 493 საწარმოს შექმნას.
-
2021-02-17 ბერდია სიჭინავა - ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 19 192 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 486 ახალი დადასტურებული შემთხვევა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.53%; მონაცემები უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 486 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2021-02-16 პოლიციელებისთვის ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, თბილისსა და რუსთავში საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა დასრულდა
პროექტი თბილისში, რუსთავსა და ბათუმში განხორციელდა. თბილისსა და რუსთავში 139 პოლიციელს ბინა უკვე გადაეცა, ბათუმში კი, მშენებლობის პროცესი გრძელდება.
-
2021-02-16 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად ხორციელდებოდა
აშენდა 30 სკოლა, 60 სკოლის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება, 800-მდე საჯარო სკოლაში მოწესრიგდა სველი წერტილები, განხორციელდა 9 საჯარო სკოლის სრული და 150-ზე მეტი საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია, დაიწყო 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი.
-
2021-02-16 პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციისთვის მზადება და ქვეყნის ვაქცინებით უზრუნველყოფის პროცესი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა
ვაქცინაციისთვის მზადება და ქვეყნის ვაქცინებით უზრუნველყოფის პროცესი განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2021-02-16 პრემიერ-მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა, რეგიონში არსებული ვითარება და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ენ ლინდეს შეხვდა.
-
2021-02-16 ბერდია სიჭინავა - დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 549 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ინფიცირების 740 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 496 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.6%; ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 740 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2021-02-15 ქვეყანაში ეპიდვითარების სტაბილიზაციის ტენდენციის და შეზღუდვების შემსუბუქების დღეს დაწყებული შემდგომი ეტაპის პარალელურად, უწყებათაშორისი საბჭო მოქალაქეებს და ბიზნესსუბიექტებს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდებს, რაზეც მკაცრი კონტროლი განხორციელდება
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის ტენდენციის და შეზღუდვების შემსუბუქების დღეს დაწყებული შემდგომი ეტაპის პარალელურად, უწყებათაშორისი საბჭო მოქალაქეებს და ბიზნესსუბიექტებს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდებს, რაზეც მკაცრი კონტროლი განხორციელდება, - აკრძალულ და ნებადართულ საქმიანობებზე აღსრულების კონტროლსა და დადებითობის მაჩვენებლის 4%-ის ფარგლებში შენარჩუნების შემთხვევაში, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გაგრძელებაზე უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს იმსჯელა.
-
2021-02-15 გიორგი გახარიამ და ვენდი მორტონმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეები, რეგიონული ვითარება და შავი ზღვის ფართო რეგიონში საქართველოს როლი განიხილეს
ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეები, რეგიონული ვითარება და საქართველოს როლი შავი ზღვის ფართო რეგიონში იყო მთავარი თემები, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტმა გიორგი გახარიამ გაერთიანებული სამეფოს მინისტრთან ევროპის სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში, ვენდი მორტონთან დღევანდელ შეხვედრაზე განიხილა.
-
2021-02-15 ბერდია სიჭინავა - დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9197 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ინფიცირების 165 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 639 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.79%; ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 165 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2021-02-14 დევნილებს, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცათ.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს (UNHCR) შორის გაფორმებული პარტნიორობის ხელშეკრულების საფუძველზე, 15-მა მეწარმემ ჯამში 110 000 ლარის ღირებულების დანადგარები და აღჭურვილობა მიიღო.
-
2021-02-14 საგარეჯოში გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.
-
2021-02-14 უფლისციხის კომპლექსთან მისასვლელ გზაზე ახალი ხიდი შენდება
უფლისციხის კომპლექსთან მისასვლელ საავტომობილო გზაზე, მდ. მტკვარზე 119 მეტრის სიგრძის ახალი ხიდი შენდება. ხიდი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელის მიმდებარედ შენდება.
-
2021-02-13 ფერმერებს აგროდიზელზე ფასდაკლების მიღება უკვე ელექტრონულადაც შეუძლიათ
ფერმერების აგროდიზელით მხარდაჭერის პროგრამა შეუფერხებლად მიმდინარეობს. ფერმერებისთვის დიზელის საწვავი მნიშვნელოვნად დაბალ ფასად გაიცემა.
-
2021-02-13 პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელი დატოვა.
პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB" დონეზე უცვლელი დატოვა.
-
2021-02-12 ოზურგეთის 1000 მოსწავლეზე გათვლილ N1 სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ასევე აშენდა ინოვაციების ცენტრი, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს.
-
2021-02-12 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში მოეწყო კალმახისა და ნორვეგიული ორაგულის მეურნეობა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, მოეწყო კალმახისა და ნორვეგიული ორაგულის მეურნეობა „გურია ფიში".
-
2021-02-12 პრემიერ-მინისტრმა სამეგრელოში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა
ეფექტიანი და ეფექტური კოორდინაცია მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, ეს არის სახელმწიფო რწმუნებულების რგოლი რომლებმაც ეს უნდა შეასრულონ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურანალისტებს განუცხადა.
-
2021-02-12 პრემიერ-მინისტრმა ფეხბურთის ფედერაციის სამეგრელოს აკადემია დაათვალიერა
ფეხბურთის ფედერაციის სამეგრელოს აკადემია პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ მალხაზ თორიასთან ერთად დაათვალიერა.
-
2021-02-12 პრემიერ-მინისტრმა გურიაში ადგილობრივ ხელისუფლებას რეგიონის ახალი სახელმწიფო რწმუნებული გიორგი სახოკია და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელი კონსტანტინე ანანიაშვილი წარუდგინა
გიორგი არის ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერი ვინც მე შემხვედრია საქართველოში - მარტივად და სწრაფად შემსრულებელი იმ ამოცანის, რომელიც შეიძლება ვიღაცას რთული მოეჩვენოს; ეს არ არის მარტო სიტყვები, ეს არის ერთობლივი მუშაობის გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს, უკვე საკმაო პერიოდია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გურიაში განაცხადა, სადაც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ადგილობრივ ხელისუფლებას რეგიონის ახალი სახელმწიფო რწმუნებული გიორგი სახოკია და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელი კონსტანტინე ანანიაშვილი წარუდგინა.
-
2021-02-12 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამეგრელოს აკადემია გაიხსნა
მოეწყო ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი. ასევე დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა, მოეწყო ტრიბუნები, აშენდა 50 ადამიანზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსი.
-
2021-02-12 გიორგი გახარია - სახელმწიფო მომავალშიც განაგრძობს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალი საწარმოების შექმნას და ჩვენი მოსახლეობის დასაქმებას
ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა გაგრძელდება, რადგან ეს ხელს უწყობს მოსახლეობის დასაქმებას და მცირე საწარმოების განვითარებას; სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებსაც უკვე არაერთი წელია, ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გურიაში, სოფელ კვირიკეთში განაცხადა, სადაც მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელ კონსტანტინე ანანიაშვილთან, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი სახოკიასთან და მაჟორიტარ დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძესთან ერთად კალმახისა და ნორვეგიული ორაგულის მეურნეობა „გურია ფიში" დაათვალიერა.
-
2021-02-12 გიორგი გახარია - მოსწავლეების უსაფრთხოება და მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოზურგეთის სრულად რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა და მის ტერიტორიაზე არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრის შენობა დაათვალიერა, რომლის მშენებლობაც ცოტა ხნის წინ დასრულდა.
-
2021-02-12 ბერდია სიჭინავა - დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 24 359 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ინფიცირების 507 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 660 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.08%, ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია stopcov.ge-ზე
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 24 359 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ინფიცირების 507 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 639 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.08%, ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია stopcov.ge-ზე,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2021-02-11 პრემიერ-მინისტრმა და NDI-ის პრეზიდენტმა წარმატებული თანამშრომლობა და რეგიონული და ადგილობრივი გამოწვევები განიხილეს
საქართველოსა და აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის წარმატებული თანამშრომლობა, რეგიონული და ადგილობრივი გამოწვევები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის შეხვედრის ძირითადი თემები.
-
2021-02-11 ქობულეთის სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა
ქობულეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.
-
2021-02-11 პრემიერ-მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოში იაპონიის ახალ ელჩს, აკირა იმამურას შეხვდა.
-
2021-02-11 2021 წლის 11 თებერვლის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი განიხილა.
-
2021-02-11 ბერდია სიჭინავა - დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 21 890 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ინფიცირების 557 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 639 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.54% ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 557 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2021-02-10 ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება
ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. სამუშაოები 42 ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს.
-
2021-02-10 ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ.
-
2021-02-10 სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ რეკომენდაციები განაახლა
სკოლებში სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და მოსწავლეთა მშობლების ინფორმირების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები მიეწოდა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას
-
2021-02-10 ბერდია სიჭინავა - დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 18 244 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ინფიცირების 544 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 469 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.98%, ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 544 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2021-02-10 პრემიერ-მინისტრმა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა საქართველოს ფოსტის შესახებ გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფთან მორიგი შეხვედრა საქართველოს ფოსტის თემაზე გამართა.
-
2021-02-09 საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროკავშირის ანგარიშში ხაზგასმულია პანდემიის მიუხედავად, საქართველო განუხრელი სვლა ევროპულ გზაზე
2021 წლის 9 თებერვალს ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში გამოაქვეყნეს ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელიც დეტალურად ასახავს ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს მთელი რიგი მიმართულებებით.
-
2021-02-09 პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი და 4 რეგიონის ახალი გუბერნატორები დანიშნა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურს კონსტანტინე ანანიაშვილი უხელმძღვანელებს. სამსახურის ახალი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს წარუდგინა.
-
2021-02-09 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება; დადებითობის მაჩვენებლის 4%-ის ფარგლებში შენარჩუნების შემთხვევაში, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა გაგრძელდება
მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
-
2021-02-09 ბერდია სიჭინავა - დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 18 331 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ინფიცირების 829 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 566 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.52%; ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 829 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2021-02-08 გიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებს - ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები და ინვესტიციები უმთავრესი პრიორიტეტებია, ყოველთვის მზად ვარ, მოვისმინო კონკრეტული წინადადებები და იცოდეთ, რომ თქვენი ჩართულობისთვის მთავრობის ადმინისტრაციის კარი ღიაა
ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები და ინვესტიციების ხელშეწყობა არის საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტები და ამ პროცესში ბიზნესის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2021-02-08 გიორგი გახარია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენი მეცნიერების, კულტურის, ინტელექტუალური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კერაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 103 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
-
2021-02-08 ბერდია სიჭინავა - დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 6 593 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ინფიცირების 204 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 736 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3,09%; ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 204 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2021-02-07 გორს მუნიციპალური ტრანსპორტი პირველად მოემსახურება
გორს მუნიციპალური ტრანსპორტი პირველად მოემსახურება. 8 თებერვლიდან ქალაქში 25 ახალი ავტობუსი ივლის, უახლოეს მომავალში კი, კიდევ 5 ავტობუსი დაემატება.
-
2021-02-07 8 თებერვლიდან რუსთავს 22 ახალი ავტობუსები მოემსახურება
ათწლეულების განმავლობაში რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტი პირველად განახლდა სრულად.
-
2021-02-06 პრემიერ-მინისტრმა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის და საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით მაქსიმალური მხარდაჭერა სთხოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, სტრატეგიული პარტნიორების - ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებთან, კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელთან მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს შეხვედრა გამართა.
-
2021-02-06 პრემიერ-მინისტრმა ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს დავალებები მისცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს დავალებები მისცა.
-
2021-02-06 8 თებერვლიდან ქუთაისს ახალი ავტობუსები მოემსახურება
8 თებერვლიდან ქუთაისს ახალი ავტობუსები მოემსახურება. ქალაქს 60 ახალი ავტობუსი ჰყავს.
-
2021-02-06 პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან პარტნიორობის სტრატეგია და მსოფლიო ბანკის მხრიდან საქართველოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მხარდაჭერის შესაძლო მიმართულებები განიხილა
საქართველოსა და მსოფლიო ბანკის პარტნიორობის სტრატეგია და კონკრეტული პრიორიტეტები, მათ შორის, მსოფლიო ბანკის მხრიდან საქართველოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მხარდაჭერის შესაძლო მიმართულებები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდემ შეხვედრაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
-
2021-02-05 მიქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის მე-2 ტალღის შედეგად გაკარგეს სამსახური, 1200-ლარიანი დახმარების გაცემა გრძელდება
1 200-ლარიანი (200 ლარი 6 თვე) კომპენსაციის გაცემის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გრძელდება განაცხადების წარდგენა.
-
2021-02-05 ბერდია სიჭინავა - დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 16 808 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 538 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 498 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.2%, ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია www.stopcov.ge -ზე
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 538 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 261 018-ს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2021-02-04 სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის დავალებით, შესაბამისი უწყებები რკინიგზის კორპორატიზაციისა და რეფორმირების დღის წესრიგს შეიმუშავებენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
-
2021-02-04 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ნორვეგიის ელჩმა ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
საქართველოსა და ნორვეგიას შორის ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობა იყო მთავარი თემა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ნორვეგიის სამეფოს ელჩს, ელენე სანდ ანდრესენს შორის გამართულ შეხვედრაზე.
-
2021-02-04 შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე იწყება
ბოლო 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებელი შემცირდა 4%-მდე. შესაბამისად, შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე იწყება.
-
2021-02-04 2021 წლის 4 თებერვლის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 15 საკითხი განიხილა.
-
2021-02-04 გიორგი გახარია უნგრეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.
-
2021-02-04 კახა ქემოკლიძე - მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა პრემიერ-მინისტრის ნდობა და მანდატი გავამართლო
ჩემთვის დიდი პატივია პრემიერ-მინისტრ გახარიას მხრიდან მთავრობის ადმინისტრაციის მეთაურის პოსტზე ჩემი კანდიდატურის წარდგენა; მე გავაკეთებ მაქსიმუმს, რათა მისი ნდობა და მანდატი გავამართლო, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახა ქემოკლიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2021-02-04 გიორგი გახარია - დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა 4%-ზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, თამამად, მაგრამ ფრთხილად გავაგრძელოთ შეზღუდვების შემსუბუქება
ინფიცირების ყოველდღიური დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა 4%-ზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, თამამად, მაგრამ ფრთხილად გავაგრძელოთ შეზღუდვების შემსუბუქება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2021-02-04 ბერდია სიჭინავა - დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 16 605 ტესტი, შედეგად 583 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა; დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.51%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.41%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.79%; ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებული
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 583 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2021-02-03 საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ანგარიშს დაესწრო, რომლითაც საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი დღეს საგაზაფხულო სესიაზე წარდგა.
-
2021-02-03 უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო - პირბადეების გამოყენება, ინტენსიური ტესტირება და ვაქცინაცია იმ უმნიშვნელოვანესი ღონისძიებების ერთობლიობაა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის გახსნას, სწრაფ აღდგენას და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას
იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებისთვის საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი მოქმედებს, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი - თურქეთის რესპუბლიკა დაემატა, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
-
2021-02-03 ბერდია სიჭინავა - დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 15 792 ტესტი, რომლის შედეგად 688 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 788 პირი; ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია www.stopcov.ge -ზე
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 688 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2021-02-03 გიორგი გახარიამ და ინდოეთის ელჩმა საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნისა და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე ინტენსიური მოლაპარაკებების წარმოების საკითხი განიხილეს
საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნისა და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე ინტენსიური მოლაპარაკებების წარმოების საკითხი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ინდოეთის რესპუბლიკის ელჩმა კაშან დენ დიუალმა შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2021-02-02 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის №1 საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა
2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად ხორციელდებოდა
-
2021-02-02 პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციის პროცესის დაწყებისთვის მზადება და ეროვნული გეგმის აღსრულება კოვიდვაქცინაციის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისიის წევრებთან განიხილა
ვაქცინაციის პროცესის დაწყებისთვის მზადება და ვაქცინაციის ეროვნული გეგმის აღსრულება განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრებთან შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2021-02-02 ვაშლის, თხილისა და მანდარინის ექსპორტი გაიზარდა
2020 წლის 1-ელი აგვისტოდან 2021 წლის 31 იანვრამდე, 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდთან შედარებით, ვაშლის, თხილისა და მანდარინის ექსპორტი გაიზარდა.
-
2021-02-02 გიორგი გახარიამ EIB-ის რეგიონულ წარმომადგენელთან შეხვედრაზე COVID-19-ით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ეფექტურ გამკლავებაში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის როლზე ისაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურას შეხვდა.
-
2021-02-02 EBRD-ის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის მართვის კუთხით შთამბეჭდავად შეაფასა და გიორგი გახარიას დაუდასტურა მზადყოფნა, განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად
EBRD-ი საქართველოს განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და პოსტ-პანდემიური ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ წარმატებული, სამაგალითო თანამშრომლობის გაძლიერებას, რომლის შედეგად ბოლო წლებში საქართველო ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერის ერთ-ერთი უმსხვილესი ბენეფიციარია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ EBRD-ის ახალ პრეზიდენტთან, ოდილ ღენო-ბასოსთან ონლაინ-ფორმატში შეხვედრისას განაცხადა.
-
2021-02-02 ბერდია სიჭინავა - დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 17 271 ტესტი, რომლის შედეგად 858 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 580 პირი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 858 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2021-02-01 1-ელი თებერვლიდან რეგულარული რეისები განახლდა
1-ელი თებერვლიდან, საქართველოში საჰაერო გზით შემომსვლელი როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთის რეჟიმი შემსუბუქდა.
-
2021-02-01 საქართველოს პრემიერ-მინისტრი რიკოთის საუღელტეხილო გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პირველ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესა და მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კვიჟინაძესთან ერთად, რიკოთის საუღელტეხილო გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
-
2021-02-01 გიორგი გახარია - შეზღუდვების დროული დაწესებით და შემდგომ უკვე ეტაპობრივი, გათვლილი მოხსნით, ჩვენ ვემზადებით, რომ ზაფხულის ტურისტულ სეზონს უფრო მეტად გახსნილი შევხვდეთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად, წყალტუბოში, სასტუმრო „პრომეთეს ბაღების" სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
-
2021-02-01 გიორგი გახარია ქუთაისის მეტეოროლოგიური სადგურის თანამედროვე რადარის შესაძლებლობებს გაეცნო, რომელიც დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ნალექების რაოდენობის განსაზღვრისა და შესაძლო ზიანის პრევენციის შესაძლებლობას იძლევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან, მაჟორიტარ დეპუტატებთან ზაზა ლომინაძესთან და ბეჟან წაქაძესთან ერთად, ქუთაისში, მეტეოროლოგიურ სადგურში იმყოფებოდა, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე რადარი დამონტაჟდა.
-
2021-02-01 გიორგი გახარიამ სოფელ ზედა საქარაში საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრისას სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ, ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვით წარმართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და მაჟორიტარ დეპუტატ ბეჟან წაქაძესთან ერთად, ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა საქარის ახლად აშენებული საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა.
-
2021-02-01 რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს ავტობუსების პარკის განახლება.
ახალი ავტობუსები შეესაბამება თანამედროვე სტანდარტის ყველა ტექნიკურ მოთხოვნას. მათ შორის, ავტობუსები აღჭურვილია ევროსტანდარტების შესაბამისი ვენტილაციის სისტემით.
-
2021-02-01 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად ხორციელდებოდა
1-ელი თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა თბილისის, ქუთაისის და რუსთავისა, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა.
-
2021-02-01 ბერდია სიჭინავა - დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 056 ტესტი, რომლის შედეგად 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 681 პირი; ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია stopcov.ge-ზე
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.