საქართველოს მთავრობა – სიახლეები

გორს მუნიციპალური ტრანსპორტი პირველად მოემსახურება

გორს მუნიციპალური ტრანსპორტი პირველად მოემსახურება. 8 თებერვლიდან ქალაქში 25 ახალი ავტობუსი ივლის, უახლოეს მომავალში კი, კიდევ 5 ავტობუსი დაემატება.
✅ საწყის ეტაპზე ავტობუსით მგზავრობა უფასო იქნება.
ახალი ავტობუსები გორს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში გადასცა. EURO 5 -ის ტიპის ავტობუსები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერითაა შეძენილი.
✅ ახალი ავტობუსები შეესაბამება თანამედროვე სტანდარტის ყველა ტექნიკურ მოთხოვნას. მათ შორის, ავტობუსები აღჭურვილია ევროსტანდარტების შესაბამისი ვენტილაციის სისტემით.
✅ ავტობუსებში დაცული იქნება რეკომენდაციები COVID-19-ის პრევენციისთვის. ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ავტობუსებს დეზინფექცია ჩაუტარდებათ.
✅ ახალი ავტობუსები მნიშვნელოვანია ეკოლოგიის დაცვის თვალსაზრისითაც.
✅ ყველა ავტობუსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
✅ რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს ავტობუსების პარკის განახლება.
2020 წელს EBRD-ის მხარდაჭერით 7 ქალაქისთვის შესყიდულია 183 ავტობუსი:

  • ქუთაისი (60)
  • რუსთავი (40)
  • გორი (30)
  • ზუგდიდი (25)
  • თელავი (10)
  • ფოთი (10)
  • ბათუმი (8 - ელექტროავტობუსი)

აქედან მუნიციპალიტეტებს უკვე გადაეცათ 126 ავტობუსი.
✅ პროექტი საშუალებას მისცემს მოსახლეობას ისარგებლონ თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული მუნიციპალური ტრანსპორტით.