საქართველოს მთავრობა – სიახლეები

უფლისციხის კომპლექსთან მისასვლელ გზაზე ახალი ხიდი შენდება

უფლისციხის კომპლექსთან მისასვლელ საავტომობილო გზაზე, მდ. მტკვარზე 119 მეტრის სიგრძის ახალი ხიდი შენდება. ხიდი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელის მიმდებარედ შენდება.

ახალი რკინაბეტონის ხიდი ჩაანაცვლებს ძველ დაზიანებულ ხიდს. უფლისციხის კომპლექსთან მისვლა განახლებული და უსაფრთხო გზით იქნება შესაძლებელი, რაც ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.

მშენებლობის დასრულება 2021 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.

პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს, მისი ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა.