საქართველოს მთავრობა – სიახლეები

შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე იწყება

ბოლო 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებელი შემცირდა 4%-მდე. შესაბამისად, შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე იწყება.

✅ 8 თებერვლიდან - თბილისში, რუსთავში და ქუთაისში, ანუ უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით:

  • აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (ავტობუსები, ე.წ სამარშრუტო ტაქსები, თბილისის მეტრო), გარდა შაბათ-კვირისა;
  • გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები (გარდა შაბათ-კვირისა).


✅ 15 თებერვლიდან - თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, ანუ უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით:

  • სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება, სურვილის შემთხვევაში, აირჩიონ დისტანციური სწავლება);
  • კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ (გარდა შაბათ-კვირისა) .
  • მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება.


✅ორგანიზაციები და ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის გამო დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებითა და სხვადასხვა პროგრამით.