ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. სამუშაოები 42 ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს.
გასულ წელს უკვე დასრულდა 10 ქუჩის რეაბილიტაცია, მათ შორის 2 ცენტრალური გამზირია.
პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისში გასულ წელს დასრულდა წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი და ქალაქს უკვე 24-საათიანი წყალმომარაგება აქვს.
2021 წლის 8 თებერვლიდან განახლდა მუნიციპალური ავტოპარკი და ქუთაისის მოსახლეობას 60 ახალი ავტობუსი ემსახურება.