საქართველოს მთავრობა – სიახლეები

რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს ავტობუსების პარკის განახლება.

რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს ავტობუსების პარკის განახლება.
2020 წელს EBRD-ის მხარდაჭერით 7 ქალაქისთვის შესყიდულია 183 ავტობუსი:

  • ქუთაისი (60)
  • რუსთავი (40)
  • გორი (30)
  • ზუგდიდი (25)
  • თელავი (10)
  • ფოთი (10)
  • ბათუმი (8 - ელექტროავტობუსი)

აქედან მუნიციპალიტეტებს უკვე გადაეცათ 126 ავტობუსი.
✅ ახალი ავტობუსები შეესაბამება თანამედროვე სტანდარტის ყველა ტექნიკურ მოთხოვნას. მათ შორის, ავტობუსები აღჭურვილია ევროსტანდარტების შესაბამისი ვენტილაციის სისტემით.
✅ ახალი ავტობუსები მნიშვნელოვანია ეკოლოგიის დაცვის თვალსაზრისითაც.
✅ ყველა ავტობუსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
✅ პროექტი საშუალებას მისცემს მოსახლეობას ისარგებლონ თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული მუნიციპალური ტრანსპორტით.

 

აღსანიშნავია, რომ 1-ელი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში,გორში, ფოთსა და თელავში აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.