საქართველოს მთავრობა – სიახლეები

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" წარმატებით გრძელდება.
✅ პროგრამის ფარგლებში, უკვე მხარი დაეჭირა 493 საწარმოს შექმნას:

  • ინვესტიციის მოცულობა 1 მილიარდ ლარს აჭარბებს;
  • შეიქმნა და იქმნება 17 500-ზე მეტი სამუშაო ადგილი.

✅ აღსანიშნავია, რომ პროგრამის ინდუსტრიულ მიმართულებებს შორისაა ახალი კომპონენტი - საზღვაო თევზჭერის მიმართულება, რომლის ფარგლებშიც უკვე დაფინანსდა ათი თევზსაჭერი გემის შესყიდვა.
✅ ასევე, პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, მხარი დაეჭირა 139 სასტუმროს შექმნას, რისთვისაც ჯამში 460 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. დასაქმებულთა რაოდენობა - 3 700-ზე მეტს შეადგენს.
✅ პროგრამას „აწარმოე საქართველოში" 2020 წელს დაემატა ტურისტული სერვისების ინდუსტრიის მიმართულება, რომლის ფარგლებშიც თანადაფინანსება მიიღო პირველმა მსხვილმა პროექტმა. განხორციელდება 14 მილიონი ლარის ინვესტიცია და დაგეგმილია დამატებით 200 ადამიანის დასაქმება.
✅ პოპულარობით სარგებლობს მიკრო- და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც :

  • დაფინანსდა 6 212 პროექტი, ბენეფიციარების რაოდენობა - 9 300-ზე მეტი;
  • თანადაფინანსება შეადგენს 46.9 მლნ ლარზე მეტს;
  • განხორციელდება 61 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია.

✅აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ახალი პროექტის - „სახელმწიფო - შენი პარტნიორი" - ფარგლებში, ყველას, ვინც არის ან სურვილი აქვს გახდეს მეწარმე ან ფერმერი, შეუძლია სახელმწიფო პროგრამებზე წვდომა უკვე ერთ სივრცეში ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღოს. მომსახურების მიღება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში, ასევე მოქმედებს გაერთიანებული ელექტრონული პორტალი - https://programs.gov.ge/