საქართველოს მთავრობა – სიახლეები

დევნილებს, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცათ.

დევნილებს, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცათ.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს (UNHCR) შორის გაფორმებული პარტნიორობის ხელშეკრულების საფუძველზე, 15-მა მეწარმემ ჯამში 110 000 ლარის ღირებულების დანადგარები და აღჭურვილობა მიიღო. პროექტის მთავარი მიზანია, იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერასთან ერთად, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების დასაქმებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა, - მეწარმეებმა თავიანთ საწარმოებში ლტოლვილის სტატუსის ან მოქალაქეობის არმქონე პირები დაასაქმეს.

სააგენტო არაერთ პროექტს ახორციელებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით