გარდაბანში იუსტიციის სახლი შენდება

იუსტიციის სახლის გარდაბნის ფილიალის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია და მომხმარებელს 450-ზე მეტ სერვისს მიმდინარე წლის გაზაფხულიდან შესთავაზებს.
✅ შეიქმნება 20-მდე სამუშაო ადგილი.
✅ პანდემიის მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობას:

  • 2020 წელს გაიხსნა 11 საზოგადოებრივი ცენტრი (ასპინძის, აბაშის, ბაღდათის, დედოფლისწყაროს, ვანის, ნინოწმინდის, ჩოხატაურის, ჭიათურის, ჭრებალოს, ხობის და ხარაგაულის);
  • 2020 წელს გაიხსნა ქარელის იუსტიციის სახლი;
  • გარდა ამისა,2020 წელს გაიხსნა საჯარო რეესტრისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს, ასევე ნოტარიუსთა პალატის ახალი ოფისიები;
  • იუსტიციის სახლები შენდება გარდაბანში, წყალტუბოში, ხაშურსა და სამტრედიაში;
  • კასპსა და ჩხოროწყუში მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა;
  • სრულდება სამცხე-ჯავახეთის (ახალციხის) რეგიონული არქივის შენობის სრული რეაბილიტაცია და ახალი საცავების მშენებლობა.

✅ დღეისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 25 იუსტიციის სახლი და 85 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. მოქალაქეებისათვის ერთ სივრცეში ხელმისაწვდომია 450-ზე მეტი სერვისი.
✅ აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ახალი პროექტის - „სახელმწიფო - შენი პარტნიორი" - ფარგლებში, ყველას, ვინც არის ან სურვილი აქვს გახდეს მეწარმე ან ფერმერი, შეუძლია სახელმწიფო პროგრამებზე წვდომა უკვე ერთ სივრცეში ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღოს. მომსახურების მიღება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში, ასევე მოქმედებს გაერთიანებული ელექტრონული პორტალი - https://programs.gov.ge/