ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, მოეწყო კალმახისა და ნორვეგიული ორაგულის მეურნეობა „გურია ფიში".
ინვესტიციის ოდენობა შეადგენს 4 მილიონ ლარს. აქედან, შეღავათიანი აგროკრედიტი 1.5 მლნ ლარია.
მეურნეობაში დასაქმებული არიან ადგილობრივი მცხოვრებლები.
პროდუქცია ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე იყიდება.
სახელმწიფოს მხარდაჭერით სოფლის მეურნეობის დარგში უკვე 220-ზე მეტი აგროსაწარმო შეიქმნა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ახალი პროექტის - „სახელმწიფო - შენი პარტნიორი" - ფარგლებში, ყველას, ვინც არის ან სურვლი აქვს გახდეს მეწარმე ან ფერმერი, შეუძლია სახელმწიფო პროგრამებზე წვდომა უკვე 1 სივრცეში 1 ფანჯრის პრინციპით მიიღოს. მომსახურების მიღება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში, ასევე მოქმედებს გაერთიანებული ელექტრონული პორტალი - https://programs.gov.ge/