საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია ამოსაბეჭდი ვერსია

2021-02-25

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე. 

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. 

1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია საქართველოში შემოიჭრა. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური ჯარის ნაწილები თბილისში შემოვიდნენ. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დღეებში  ჯარისკაცთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

იუნკერები საქართველოს თავისუფლებისთვის 1921 წლის 17-25 თებერვალს იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან იბრძოდნენ.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური