საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის №1 საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის №1 საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა.

  • მოეწყო საკლასო ოთახები, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემები, კეთილმოეწყო სკოლის ეზო.
  • სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
  • პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა, პროექტის ღირებულება 1.7 მილიონი ლარია.

✅ 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად ხორციელდებოდა:

  • აშენდა 30 სკოლა;
  • 60 სკოლის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება;
  • განხორციელდა 800-მდე საჯარო სკოლის სველი წერტილების რეაბილიტაცია;
  • განხორციელდა 9 საჯარო სკოლის სრული და 150-ზე მეტი საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია;
  • დაიწყო 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი.