საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-10-28 პრემიერმა თურქ ხალხს რესპუბლიკის დღე მიულოცა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა მეზობელ თურქ ხალხს რესპუბლიკის დღე მიულოცა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

  • 2016-10-28 შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს შაჰინ მუსტაფაევს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

  • 2016-10-28 ევროკავშირის პროგრამა საჯარო მმართველობის სფეროს განვითარებისთვის

    ევროკავშირი ამაყობს იმით, რომ საქართველოს მთავრობისთვის არის მაგალითი და ამავე დროს, მისი ძალისხმევის მხარდამჭერი, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

  • 2016-10-28 „სტარტაპ მეგობრული“ - ახალი პროექტი ბიზნესის ხელშეწყობისთვის

    „სტარტაპ მეგობრული" - კიდევ ერთი ახალი პროექტი ბიზნესის ხელშეწყობისთვის, რომელიც დამწყები ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველოს" გაგრძელებაა, დაიწყო. „სტარტაპ მეგობრული" სტარტაპებს მსხვილ ბიზნესკომპანიებთან ურთიერთობის დამყარებაში დაეხმარება, ხოლო მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, სხვადასხვა დარგის განვითარების პროცესში ჩართვისა და ორმხრივად სასარგებლო ინვესტიციების განხორციელების საშუალებას მისცემს.

  • 2016-10-27 ტექნოპარკში „სტარტაპ მეგობრულის“ პრეზენტაცია გაიმართება

    „სტარტაპ მეგობრული" - კიდევ ერთი ახალი პროექტი ბიზნესის ხელშეწყობისთვის, რომელიც დამწყები ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველოს" გაგრძელებაა, იწყება. 

  • 2016-10-27 2016 წლის 27 ოქტომბრის მთავრობის სხდომა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 15 საკითხი განიხილა

  • 2016-10-27 ომალოში აეროდრომის პროექტირება იწყება

    ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში აეროდრომის პროექტირება იწყება, - აღნიშნულ საკითხს მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

  • 2016-10-27 მსოფლიო ბანკის ანგარიში „Doing Business 2017“

    მსოფლიო ბანკმა საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის 10 ტოპ-რეფორმატორთა სიაში და რეგიონის ლიდერ ქვეყანად დაასახელა, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიშის "Doing Business 2017"-ის მონაცემებს.

  • 2016-10-27 ევროკავშირი საქართველოს 30 მილიონი ევროს გრანტს გამოუყოფს

    ევროკავშირი, საქართველოს, საჯარო მმართველობის რეფორმირებისთვის, 30 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს გამოუყოფს, - ხელშეკრულების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ხვალ დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებენ.

  • 2016-10-27 პრემიერ–მინისტრის მილოცვა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღევანდელი მთავრობის სხდომა მილოცვით დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას აფხაზური ენის დღე მიულოცა.

  • 2016-10-26 2016 წლის 27 ოქტომბერს, 09:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 15 საკითხი

  • 2016-10-26 „პლანტას“ სასათბურე კომპლექსის დათვალიერება

    პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გარდაბანში „პლანტას" სასათბურე მეურნეობას ეწვია, რომელიც საქართველოში ყველაზე მასშტაბური და უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბურია.

  • 2016-10-26 7-საფეხურიანი ნახტომი ბიზნესის კეთების მსოფლიო რეიტინგში

    7-საფეხურიანი ცვლილება ერთი წლის განმავლობაში არის ძალიან დიდი ნახტომი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი ინვესტორისთვის, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული კვლევები.

  • 2016-10-26 გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობა დაიწყო

    გარდაბანში 230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო, - „გარდაბნის თბოსადგური 2"-ის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო მონაწილეობა. 

  • 2016-10-26 პრემიერ-მინისტრის კომენტარი სამთავრობო ცვლილებებზე

    ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მიმდინარეობს კონსულტაციები მინისტრთა კაბინეტთან მთავრობის ოპტიმიზაციის თაობაზე.

  • 2016-10-25 რუსთავში 112-ის ალტერნატიული ცენტრი გაიხსნა

    მორიგი მაღალტექნოლოგიური პროექტი საქართველოში - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა რუსთავში დღეს 112-ის კიდევ ერთი, ალტერნატიული ცენტრი გახსნეს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეების ოპერატიულ მომსახურებას, უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფს. 

  • 2016-10-24 შეხვედრა კომპანია „გილეადის“ ვიცე-პრეზიდენტთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკული კომპანია „გილეადის" ვიცე-პრეზიდენტს, გრეგ ალტონს შეხვდა, რომელიც თბილისს, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ესტუმრა.

  • 2016-10-24 შეხვედრა გერმანიის ელჩთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰაიკე ფაიჩთან შეხვედრა გამართა.

  • 2016-10-24 გამოსამშვიდობებელი შეხვედრა პოლონეთის ელჩთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლონეთის ელჩს საქართველოში, ანჟეი ჩიეშკოვსკის შეხვდა, რომელსაც მისიის ვადა ეწურება.

  • 2016-10-24 შეხვედრა BP-ის რეგიონულ პრეზიდენტთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა ბრიტანული მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია BP-ის რეგიონულ პრეზიდენტთან აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, გორდონ ბირელთან.

  • 2016-10-21 პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

    მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობას, რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესში, მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, მერსი ტემბონის შეხვედრისას აღინიშნა.  

  • 2016-10-20 პრაღაში, ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გაიმართა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის  ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შეხვდა.

  • 2016-10-19 2016 წლის 19 ოქტომბრის მთავრობის სხდომა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 23 საკითხი განიხილა.

  • 2016-10-19 გურჯაანი-ბაკურციხის 15.5 კმ-იანი შემოვლითი გზის მშენებლობა იგეგმება

    მინისტრთა კაბინეტი გურჯაანი-ბაკურციხის 15.5 კმ-იანი შემოვლითი გზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტს განიხილავს.

  • 2016-10-19 პრემიერის განცხადება საკონსტიტუციო უმრავლესობაზე

    ჩვენ სწორედაც იმიტომ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ამომრჩევლის წინაშე დანაპირები შევასრულოთ და ის ძალიან დინამიური და ამბიციური განვითარების გეგმა, რომლის განხორციელებაც აქტიურად დავიწყეთ, ბოლომდე მივიყვანოთ, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

  • 2016-10-19 პრემიერ-მინისტრმა „რთველი 2016“ შეაჯამა

    კახეთის რეგიონში ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღო 178-მა კომპანიამ; გადამუშავდა 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენი და კახეთის მოსახლეობის შემოსავალმა 97 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, - „რთველი 2016" საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შეაჯამა.

  • 2016-10-19 პრემიერ–მინისტრის მილოცვა

    8 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტოდ თავისუფალი, გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები და ყველას ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას! - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

  • 2016-10-18 2016 წლის 19 ოქტომბერს, 09:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 23 საკითხი

  • 2016-10-15 თბილისობა 2016

    თბილისი ტრადიციულ დღესასწაულს - „თბილისობა 2016"-ს აღნიშნავს. რიყეზე მიმდინარე საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან და თბილისის მერთან ერთად დაესწრო.

  • 2016-10-14 პრემიერ-მინისტრი ამერიკულ ხომალდზე გამართულ მიღებაზე

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბათუმის ნავსადგურში მყოფ აშშ-ის მე-6 ფლოტის სამეთაურო და მართვის ხომალდ Mount Whitney-ზე გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო.

  • 2016-10-14 პრემიერი სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიას დაესწრო

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას სვეტიცხოვლობის დღესასწაულს ულოცავს, - გიორგი კვირიკაშვილი სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. 

  • 2016-10-13 პრემიერი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალმაზბეკ ატამბაევს შეხვდა.

  • 2016-10-13 შეხვედრა აშშ–ის და ევროკავშირის ელჩებთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, იან კელისთან და ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან. 

  • 2016-10-08 პრემიერმა დაშავებული პოლიციელი მოინახულა

    ჩვენმა პოლიციამ, ძალიან დიდი გმირობის ფასად, თავიდან აგვაცილა ძალიან სერიოზული, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია და მინდა, ყველა პოლიციელს, ამ გმირული საქციელისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ინგოროყვას კლინიკაში გააკეთა, სადაც, მარნეულის #48 საარჩევნო უბანზე დაპირისპირების შედეგად დაშავებული, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რამინ ისმაილოვი მოინახულა.

  • 2016-10-08 გიორგი კვირიკაშვილი - მხარი დავუჭირე კიდევ უფრო უკეთეს მომავალს

    მე, რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირე კიდევ უფრო უკეთეს მომავალს; ჩვენი ქვეყნის სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას და კეთილდღეობას ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საბურთალოს მე-4 ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა, სადაც არჩევანი ოჯახთან ერთად დააფიქსირა.

  • 2016-10-07 საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვა

    ჩემო თანამემამულეებო! ხვალ ჩვენ ყველა ერთად საქართველოს მომავალს ვირჩევთ და ამით საკუთარ მომავალს განვსაზღვრავთ. ხვალ იქნება ის დღე, როდესაც თითოეული ჩვენგანი ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი სამშობლოს წინაშე.

  • 2016-10-07 ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოს საარჩევნო გარემოს დადებითად აფასებს

    ევროპარლამენტის დამკვირვებელთა დელეგაცია საქართველოში არსებულ საარჩევნო გარემოს დადებითად აფასებს, - ამის შესახებ დელეგაციის წევრებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადეს.

  • 2016-10-07 2016 წლის 7 ოქტომბრის მთავრობის სხდომა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 23 საკითხი განიხილა. 

  • 2016-10-07 პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

    დარწმუნებული ვარ, 9 ოქტომბერს ჩვენი მოსახლეობა იცხოვრებს კიდევ უფრო უკეთეს საქართველოში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისა და ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

  • 2016-10-06 2016 წლის 7 ოქტომბერს, 09:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 23 საკითხი

  • 2016-10-06 შეხვედრა IRI-ისა და NDI-ის წარმომადგენლებთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) და აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. 

  • 2016-10-06 პრემიერმა ამბროლაურის აეროპორტში ასაფრენი ბილიკი გახსნა

    ამბროლაურის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომლის მშენებლობა უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დასრულდა, გაიხსნა, - 1 100 მეტრიან ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომლის სიგანე 30 მეტრია, შეუძლია, შეზღუდვის გარეშე მიიღოს L 410 (19-ადგილიანი) ტიპის საჰაერო ხომალდები.

  • 2016-10-06 ქარის პირველი ელექტროსადგური გაიხსნა

    საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა. ელექტროსადგურ „ქართლის“ გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. 

  • 2016-10-05 პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოსახლეობას საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს

    მინდა მივულოცო ჩვენს ქვეყანას, ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება და აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე

  • 2016-10-05 ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასრულდა

    ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები, რეკორდულად მოკლე დროში - 7 თვეში, წარმატებით დასრულდა, - შესაბამისი მემორანდუმი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაფორმდა.

  • 2016-10-05 საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება

    ის რაც მოხდა დღეს საღამოს თბილისში, არის არა მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი დივერსია, არამედ ეს არის არჩევნების წინ ქვეყანაში არეულობის მიზნით, საქართველოს მტრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია.

  • 2016-10-04 საქართველო თანამედროვე სტანდარტების ელმავლების წარმოებას იწყებს

    საქართველო თანამედროვე სტანდარტების ელმავლების წარმოებას იწყებს, - პროექტს, „საქართველოს რკინიგზა", მსოფლიოში სარკინიგზო შემადგენლობის მწარმოებელთა შორის უმსხვილეს კორპორაცია CRRC-თან თანამშრომლობით განახორციელებს.

  • 2016-10-04 პრემიერ-მინისტრის მიმართვა

    მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, განსაკუთრებით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაქსიმალურად შევიკავოთ ემოციები; ქვეყნის ინტერესშია ის, რომ ჩვენ, როგორც აქამდე მოვედით მშვიდობიანად, ისე მივიდეთ არჩევნებამდე, ჩავატაროთ მაქსიმალურად მშვიდობიანი არჩევნები, რომელიც თავისუფალი იქნება ყველანაირი კონფრონტაციისგან, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჟურნალისტებთან გააკეთა. 

  • 2016-10-04 შეხვედრა თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრთან

    საქართველო საბაჟო სფეროში თურქეთთან თანამშრომლობას აძლიერებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრის ბიულენთ თუფენქჯის შეხვედრაზე აღინიშნა.

  • 2016-10-04 პრემიერ-მინისტრმა შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი გახსნა

    პოლიციის ტექნოლოგიური განვითარების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ულტრათანამედროვე პროექტის განხორციელება, - შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი გაიხსნა. 

  • 2016-10-04 გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყაროს გზის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს საავტომობილო გზის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა.

  • 2016-10-04 ტურიზმის განვითარების ფონდის პრეზენტაცია

    "საქართველოს თანაინვესტირების ფონდი" ტურიზმის განვითარების ფონდს აფუძნებს, რომელმაც თბილისში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში 680 მილიონი დოლარის ღირებულების, 8 მასშტაბური პროექტი უნდა განახორციელოს.

  • 2016-10-04 ზუგდიდში ტექნოლოგიური პარკი ოფიციალურად გაიხსნა

    ტექნოლოგიური განვითარება მთვარობის 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ტექნოპარკი სწორედ ამ გეგმის ფარგლებში შეიქმნა და ეკონომიკური მაჩვენებლის განვითარებას ემსახურება

  • 2016-10-03 პრემიერ-მინისტრი საზეიმო მიღებაზე

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ერთიანობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო. მთავრობის მეთაურმა გერმანელ ხალხს გაერთიანების დღე მიულოცა და საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა.

  • 2016-10-03 გაფორმდა ხელშეკრულება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ

    ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიაზე, 400 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე შენდება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

  • 2016-10-03 ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განხორციელება იწყება

    საქართველოს მომავლის პროექტის განხორციელება იწყება - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ, საქართველოს მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა.

  • 2016-10-03 ტურისტთა და საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა გაიზარდა

    2016 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით ტურისტთა რაოდენობა 19.5%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 8.6%-ით გაიზარდა

  • 2016-10-02 ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება

    ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც 3 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ანაკლიაში გაიმართება,

  • 2016-10-02 პრემიერ-მინისტრის შეხვედრა პედაგოგებთან

    მინდა, დაგიდასტუროთ უდიდესი პატივისცემა და გითხრათ, რომ, თქვენი ჩართულობის გარეშე, განათლების, პოლიტიკის და განათლების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით, ნაბიჯი არ იქნება გადადგმული; ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი დღეს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პედაგოგებს, რომლებსაც წინასწარ მიულოცა პროფესიული დღესასწაული.

  • 2016-10-01 პრემიერ-მინისტრი სვეტიცხოველში

    რომის პაპი ფრანცისკე პირველი დღეს სვეტიცხოველს სტუმრობდა. საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.