საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ზუგდიდში ტექნოლოგიური პარკი ოფიციალურად გაიხსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-10-04

► ტექნოლოგიური განვითარება მთვარობის 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ტექნოპარკი სწორედ ამ გეგმის ფარგლებში შეიქმნა და ეკონომიკური მაჩვენებლის განვითარებას ემსახურება
► FabLab- სერვისები: მოდელირება, მატერიალიზაცია, ტრენინგები, კონსულტაციები, სტადი ტური, საერთო სამუშაო სივრცე ძლიერი კომპიუტერული ტექნიკით
► ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი დამწყებ და პატარა კომპანიებს სთავაზობს ისეთ რესურსებს, რომლებიც მათთვის აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი იყო
► აქცენტი კეთდება დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიაზე, ტექნოპარკის ყველა ღონისძიება პირდაპირი ეთერით ინოვაციის ცენტრებში გადაიცემა, შესაბამისად მსურველებს საშუალება აქვთ ვირტუალურად დაესწრონ ყველა ღონისძიებას, დასვან კითხვები და მაქსიმალურად ჩაერთონ პროცესში
► ტექნოლოგიური პარკი განსაკუთრებულ როლს თამაშობს რეგიონში ახალი ბიზნესისა და ახალი კომპანიების შექმნაში, არსებული ბიზნესის განვითარებაში, ინოვაციების კომერციალიზაციასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში