საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერი სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიას დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

2016-10-14

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას სვეტიცხოვლობის დღესასწაულს ულოცავს, - გიორგი კვირიკაშვილი სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
უწმინდესმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს სვეტიცხოვლობის დღესასწაული და არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება მიულოცა.
"დღევანდელ დღესასწაულზე, ამ წირვა-ლოცვაზე ბრძანდებოდა პრემიერ-მინისტრი საქართველოსი და მინისტრები. ჩვენ ვულოცავთ პრემიერ-მინისტრს და მთავრობას ამ დიდ დღესასწაულს. მე მინდა, მივულოცო მშვიდობით ჩატარებული არჩევნები. ეს არის თქვენი დიდ დამსახურება, ბატონო გიორგი", - მიმართა პატრიარქმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და იგი ამბიონზე მიიწვია.
პრემიერ-მინისტრმა უწმინდესს და მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა.
„თქვენო უწმინდესობავ, პატივცემულო მოქალაქეებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. გისურვებთ მშვიდობას, უკეთეს ხვალინდელ დღეს, უფლის წყალობას, ერთმანეთის სიყვარულს. მრავალს დაესწარით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური