საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

7-საფეხურიანი ნახტომი ბიზნესის კეთების მსოფლიო რეიტინგში ამოსაბეჭდი ვერსია

2016-10-26

7-საფეხურიანი ცვლილება ერთი წლის განმავლობაში არის ძალიან დიდი ნახტომი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი ინვესტორისთვის, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული კვლევები. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველომ ბიზნესის კეთების მსოფლიო რეიტინგში 23-ე ადგილიდან მე-16 ადგილზე აიწია.

„მსოფლიო ბანკის რეიტინგს რაც შეეხება, ძალიან კარგი, მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. ფაქტობრივად, 7 საფეხურით აიწია საქართველომ ბიზნესის კეთების მსოფლიო რეიტინგში - 23-ე ადგილიდან მე-16 ადგილზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, ვინაიდან საქართველო შედის წამყვან ქვეყნებში და 7-საფეხურიანი ცვლილება ერთი წლის განმავლობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი ნახტომი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი ინვესტორისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური