2016 წლის 27 ოქტომბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-10-27

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 15 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობის განკარგულებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში აეროდრომის პროექტირება იწყება. შიდა ავიაციის განვითარება ქვეყნის სივრცითი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის განვითარებისა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ომალოში ასაფრენი ზოლისა და აეროპორტის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. 

მთავრობამ ასევე დაამტკიცა განკარგულების პროექტი, „მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე". განკარგულების პროექტი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის, გლობალური დიასპორული კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების დასაფინანსებლად, 90 000 ლარის გამოყოფას ითვალისწინებს. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური