საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი სვეტიცხოველში ამოსაბეჭდი ვერსია

2016-10-01

 

რომის პაპი ფრანცისკე პირველი დღეს სვეტიცხოველს სტუმრობდა. საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

ტაძარში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და რომის პაპმა ფრანცისკე პირველმა.

უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის განცხადებით, სვეტიცხოველში რომის პაპის სტუმრობას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ამ უძველეს ტაძარში განსაკუთრებული სიწმინდეები განისვენებენ, ხოლო მცხეთა კი ქვეყნის სულიერი ცენტრია.

რომის პაპი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის. თავის მიმართვაში ფრანცისკე პირველმა საქართველოს ისტორიასა და ქრისტიანულ ფასეულობებზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური