საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრის მილოცვა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-10-27

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღევანდელი მთავრობის სხდომა მილოცვით დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას აფხაზური ენის დღე მიულოცა.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე - აფხაზური ენის დღე. აფხაზური ენა, ქართულთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე არის სახელმწიფო ენა. მინდა, მივულოცო ეს დღე არა მხოლოდ აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებს, არამედ მთელ საქართველოს. ჩვენ ყველას გვჯერა, რომ მოვიშუშებთ იარებს და ყველანი ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, მშვიდობიან და ძლიერ ქვეყანაში," - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური