საქართველოს მთავრობა – ანონსები

ტექნოპარკში „სტარტაპ მეგობრულის“ პრეზენტაცია გაიმართება ამოსაბეჭდი ვერსია

2016-10-27

„სტარტაპ მეგობრული" - კიდევ ერთი ახალი პროექტი ბიზნესის ხელშეწყობისთვის, რომელიც დამწყები ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველოს" გაგრძელებაა, იწყება.

პრეზენტაციას, რომელიც 28 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ტექნოპარკში გაიმართება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრებიან.

პროექტი სტარტაპებს მსხვილ ბიზნესკომპანიებთან, ურთიერთობის დამყარებაში შეუწყობს ხელს, ხოლო მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს სხვადასხვა დარგის განვითარების პროცესში ჩართვისა და ორმხრივად სასარგებლო ინვესტიციების განხორციელების საშუალებას მისცემს.

„სტარტაპ მეგობრული" სტარტაპებს განვითარებასა და ბაზარზე დამკვიდრებაში დაეხმარება, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთების შექმნასა და ახალგაზრდა, დამწყები ბიზნესმენების წახალისებას შეუწყობს ხელს.

პროექტ „სტარტაპ მეგობრულის" პრეზენტაციას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო გამართავს. ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან, როგორც დამწყები, ისე - მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური