-
2019-06-28 ზურაბ აბაშიძე - გრიგორი კარასინთან კომუნიკაციისას აღინიშნა, რომ ორივე მხარე განწყობილია, ბოლო წლებში მიღწეული პოზიტივი შეძლებისდაგვარად შენარჩუნდეს
ჩვენი მხარე, ასევე რუსეთის მხარე ისეა განწყობილი, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო კავშირების, გარკვეული ჰუმანიტარული ურთიერთოების თვალსაზრისით ბოლო წლების მანძილზე მიღწეული პოზიტივი შეძლებისდაგვარად უნდა შენარჩუნდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
-
2019-06-28 პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრიფინგი მთავრობის სხდომის დაწყების წინ
ეს არის პირველი მთავრობის სხდომა ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ და მსურს დავიწყო შეფასებით.
-
2019-06-27 საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადება მედიასთან შეხვედრისას
დღეს, ჩემს კაბინეტთან ერთად საქართველოს პარლამენტში ვგეგმავდი ჩვენი სამთავრობო პროგრამის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენას, სადაც საუბარი გვექნებოდა პროგრამაში გათვალისწინებულ ყველა საკითხზე, თუმცა, ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, დღეს საუბარი იმაზე, თუ როგორ ხორციელდება საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტები, სხვადასხვა რეფორმა, ჯანდაცვის სექტორში, სოფლის მეურნეობაში და სხვა მიმართულებით, არ შეესაბამება დღეს არსებულ საზოგადოებრივ ინტერესს. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება ჩვენს კოლეგებთან ერთად და მზად ვარ, ნებისმიერ დროს საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციის შედეგად, მივიდე ჩემი კაბინეტის წევრებთან ერთად და წარვადგინო ჩვენი წლიური ანგარიში, მათ შორის, რიგგარეშე სესიაზე.
-
2019-06-22 ირაკლი ჩიქოვანი - ვიქნებით მაქსიმალურად პრინციპულები და მაქსიმალურად დავიცავთ ორივე ლეგიტიმურ ინტერესს - ქვეყნის სუვერენიტეტს და მოქალაქეთა ეკონომიკურ კეთილდღეობას
ვიქნებით მაქსიმალურად პრინციპულები და მაქსიმალურად დავიცავთ ორივე ლეგიტიმურ ინტერესს - ქვეყნის სუვერენიტეტს და მოქალაქეთა ეკონომიკურ კეთილდღეობას, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებებს.
-
2019-06-21 საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადება
ის რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში თბილისში ხდებოდა, რასაკვირველია, პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს და ეს პროცესი ორ ნაწილადაა დაყოფილი.
-
2019-06-21 საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადება პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე
ის, რაც დღეს თითოეულმა ჩვენგანმა ვიხილეთ, სრულიად მიუღებელია ერისთვის, რომელიც მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში იბრძვის მთავარი ფასეულობისთვის - თავისუფლებისთვის. ეს იყო განსაკუთრებით მიუღებელი სურათი, რომელმაც თითოეულ ქართველში გამოიწვია ნეგატიური ემოცია, რაც უნდა გამოეწვია და მე ვარ სოლიდარული ჩვენი საზოგადოების ყველა წევრთან.
-
2019-06-18 მამუკა ბახტაძე - საყოველთაო ჯანდაცვის სისტემამ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტანდარტი დაამკვიდრა
საყოველთაო ჯანდაცვის სისტემამ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტანდარტი დაამკვიდრა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას განაცხადა.
-
2019-06-18 საქართველოს განათლების სფეროში ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვა აქტიურად დაიწყება
საქართველოს განათლების სფეროში ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვა აქტიურად დაიწყება. ამ მიზნით, ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ბლოკჩეინ-კომპანია "Input Output HK Ltd"-ის ექსპერტები საქართველოს ივლისში ეწვევიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და IOHK-ის აღმასრულებელი დირექტორის ჩარლზ ჰოსკინსონის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
-
2019-06-17 სახელმწიფო მარეგულირებელი ინსტიტუტებით დაკომპლექტებული ერთობლივი ჯგუფები სამშენებლო კომპანიებში ინტეგრირებულ მონიტორინგს განახორციელებენ
შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევების პრევენციის, მონიტორინგისა და მყისიერი რეაგირების მიზნით, სახელმწიფო მარეგულირებელი ინსტიტუტებით დაკომპლექტებული ერთობლივი ჯგუფები შეიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
-
2019-06-17 მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემისთვის 90 მილიონ ევროს გამოყოფს
მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემისთვის 90 მილიონ ევროს გამოყოფს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე მედიასთან განაცხადა.
-
2019-06-17 2019 წლის 17 ივნისის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილა.
-
2019-06-17 მამუკა ბახტაძე - ფესტივალი „ევროპალია საქართველო“ კიდევ ერთი უნიკალური საშუალებაა, ჩვენი ქვეყანა წარსდგეს ფართო აუდიტორიის წინაშე
ფესტივალი „ევროპალია საქართველო" კიდევ ერთი უნიკალური საშუალებაა, ჩვენი ქვეყანა წარსდგეს ფართო აუდიტორიის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-06-17 მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა
მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა.
-
2019-06-17 მამუკა ბახტაძე - სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღის კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების და საერთაშორისო პარტნიორები აქტიურად ჩართულობის საუკეთესო მაგალითი იყო
სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღის კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების და საერთაშორისო პარტნიორები აქტიურად ჩართულობის საუკეთესო მაგალითი იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე მედიასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
2019-06-17 მამუკა ბახტაძე - აშშ-საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ოქმში ასახულია ყველა ის პრიორიტეტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ურთიერთობები ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის
აშშ-საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ოქმში ასახულია ყველა ის პრიორიტეტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო მაღალ, ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ ურთიერთობები ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე, აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
-
2019-06-14 პრემიერმა დალასის Capital Factory-ის წარმომადგენლები საქართველოში სტარტაპებისა და ინოვაციების განვითარების კუთხით არსებული შესაძლებლობების შესასწავლად მიიწვია
საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემის ჩამოყალიბებასა და დამწყები ბიზნესის განვითარებაზე ესაუბრა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მრგვალი მაგიდის მონაწილეებს დალასის Capital Factory-ში, რომელიც ტეხასის შტატში მოქმედი მეწარმეების გრავიტაციის უმსხვილესი ცენტრია.
-
2019-06-14 პრემიერ-მინისტრმა დალასის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებს მოუწოდა, ისარგებლონ იმ შესაძლებლობებით, რასაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს
საქართველოს უხვად აქვს საინვესტიციო შესაძლებლობები და წარმოადგენს კარიბჭეს ყველაზე სწრაფად მზარდ სამომხმარებლო ბაზრებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დალასის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2019-06-13 მამუკა ბახტაძე - უახლოეს მომავალში აშშ-თან ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი
ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოვაწერეთ ხელი აშშ-თან და ახლო მომავალში კიდევ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
-
2019-06-13 მამუკა ბახტაძე - აშშ-თან ჩვენ შევთანხმდით ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტებსა და პრინციპებზე, რომლებიც იქნება გარანტი, რომ საქართველო განვითარდება სტაბილურად და ჩვენი ეკონომიკური ზრდა იქნება ხელშესახები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აშშ-ის კომერციის დეპარტამენტს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისთვის თანამშრომლობის საკითხებზე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
-
2019-06-12 პრემიერ-მინისტრი აშშ-ის საექსპერტო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ქვეყანაში არსეებულ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაზე ესაუბრა
საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე ესაუბრა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების საექსპერტო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს.
-
2019-06-12 მამუკა ბახტაძე - აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ორპარტიული მხარდაჭერა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით იდგა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან გადადგმულ ყოველ ნაბიჯზე და დღეს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, ორპარტიული თანამშრომლობის ჩათვლით, ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციის გახსნისას განაცხადა.
-
2019-06-12 მამუკა ბახტაძე - აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილეზე მიღებული ერთობლივი დეკლარაცია ისტორიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტია
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილეზე მიღებული ერთობლივი დეკლარაცია ისტორიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
-
2019-06-11 პრემიერ-მინისტრმა სენატორ გრემს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
აშშ-ის სენატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ლინდსი გრემი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებასა და საქართველოს მხარდაჭერას აშშ-ისთვის მნიშვნელოვან ოპერაციებში მაღალ შეფასებას აძლევს.
-
2019-06-11 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს შეხვდა
საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილეს და ამ ხნის განმავლობაში არსებულ მიღწევებს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის მიმართულებით.
-
2019-06-10 მამუკა ბახტაძე - ჩვენი მთავარი სტრატეგიაა, საქართველო ვაქციოთ რეგიონის ცენტრად ლოგისტიკის, საერთაშორისო ბიზნესის, ტურიზმის, განათლებისა და ტექნოლოგიებისთვის
ჩვენი მთავარი სტრატეგიაა, საქართველო ვაქციოთ რეგიონის ცენტრად ლოგისტიკის, საერთაშორისო ბიზნესის, ტურიზმის, განათლებისა და ტექნოლოგიებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კანადაში, ქალაქ მონრეალში, ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-06-10 პრემიერ-მინისტრი მონრეალში ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონრეალში ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტს შეხვდა.
-
2019-06-08 პრემიერ-მინისტრი სიეტლში წამყვან ამერიკულ კომპანიებში დასაქმებულ ქართველ ახალგაზრდებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სიეტლში ქართველ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც მაღალი ტექნოლოგიების სფეროსა და წამყვან ამერიკულ კომპანიებში საქმიანობენ.
-
2019-06-08 მამუკა ბახტაძე - ჩვენი სტრატეგია მიმართულია საქართველოს გარდაქმნისკენ რეგიონის ტურიზმის, საერთაშორისო ბიზნესის, ლოგისტიკურ, საგანმანათლებლო და ინოვაციების ცენტრად
ჩვენი სტრატეგია მიმართულია საქართველოს გარდაქმნისკენ რეგიონის ტურიზმის, საერთაშორისო ბიზნესის, ლოგისტიკურ, საგანმანათლებლო და ინოვაციების ცენტრად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში (World Affairs Council) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-06-07 მამუკა ბახტაძე - საქართველო პატარა, თუმცა დიდი ხედვის მქონე ქვეყანაა, სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს, ჩრდილოეთი - სამხრეთს, უძველესი ტრადიციები - ინოვაციებს
საქართველო პატარა, თუმცა დიდი ხედვის მქონე ქვეყანაა, რომელიც იმ გზაჯვარედინზე იმყოფება, სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს, ჩრდილოეთი - სამხრეთს, უძველესი ტრადიციები - ინოვაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს და სადაც ეკონომიკური შესაძლებლობები უხვადაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-06-06 მამუკა ბახტაძემ აშშ-ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო
საქართველოს საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ქვეყნის მოწინავე პოზიციები გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ინვესტორებს სან-ფრაცისკოში გამართულ შეხვედრაზე.
-
2019-06-06 მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი ლუიზა ვინტონსა და ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში ლუიზა ვინტონსა და ბრიტანეთის ელჩს ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა.
-
2019-06-04 პრემიერ-მინისტრი 5-14 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა
-
2019-06-04 მამუკა ბახტაძე მუსლიმან მოქალაქეებს რამაზანის თვის დასრულებას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მუსლიმან მოქალაქეებს რამაზანის თვის დასრულებას ულოცავს.
-
2019-06-03 საკონკურსო კომისიამ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად პრემიერ-მინისტრს ორი კანდიდატი წარუდგინა
სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად ორი კანდიდატი - ვალერი ლომუაშვილი და ლონდა თოლორაია წარუდგინა.
-
2019-06-03 მამუკა ბახტაძე - გპირდებით, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან მომავალ წლებში კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება იმას, რომ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლოთ და ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის ყველა უბნის რეაბილიტაცია განვახორციელოთ
მე გპირდებით, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან მომავალ წლებშიც კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება იმას, რომ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლოთ და ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის ყველა უბნის რეაბილიტაცია განვახორციელოთ ისე, რომ მან შეინარჩუნოს პირვანდელი იერსახე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ორბელიანის მოედნის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2019-06-02 პრემიერ-მინისტრი ნიკორწმინდის ცენტრის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ნიკორწმინდის ცენტრის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. პროექტს, რომლის ფარგლებში შენობების გარე ფასადების, ღობეების მოწყობა, სუვენირების მაღაზიისა და სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს, 2 004 780 ლარით მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.
-
2019-06-02 პრემიერ-მინისტრი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილ ღვინის საწარმოს ესტუმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ სადმელში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილ, კომპანია „შატრო ველის" ღვინის საწარმოში იმყოფებოდა, რომლის ჯამური ინვესტიცია 1 850 000 ლარია.
-
2019-06-02 მთავრობის გადაწყვეტილებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლათს ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიენიჭა
ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლათს ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიენიჭა, - სიახლის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აცნობა.
-
2019-06-02 მამუკა ბახტაძე ზემო იმერეთი-ონის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ზემო იმერეთი-ონის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.
-
2019-06-02 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ონის რაიონის სოფელ ზუდალის მოსახლეობას შეხვდა
მთავრობის მეთაური ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებებს გაეცნო და მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
-
2019-06-02 პრემიერი ამბროლაურში გადამამუშავებელ საწარმოთა თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში აშენებულ საწარმოში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამბროლაურში სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადამამუშავებელ საწარმოთა თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში აშენებული საწარმო „რაჭული ლორი" დაათვალიერა.
-
2019-06-02 პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურში სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აშენებული მტკნარი წყლის საწარმო დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რაჭაში დღეს კომპანია „იწის წყლის" მტკნარი წყლის საწარმოში იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში აშენდა.
-
2019-06-01 პრემიერი ფარავნის ტბასთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტს და ჯავახეთის დაცული ტერიტორიის გაფართოებასთან დაკავშირებულ სიახლეებს გაეცნო
ფარავნის ტბასთან და წმინდა ნინოს მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, - დაგეგმილი პროექტები პრემიერ-მინისტრს დღეს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა წარუდგინა.
-
2019-06-01 მამუკა ბახტაძე - წმინდა ნინოს შემოსვლა იყო ეპოქალური მნიშვნელობის დღე ქართული სახელმწიფოსთვის და ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისთვის
წმინდა ნინოს შემოსვლა იყო ეპოქალური მნიშვნელობის დღე ქართული სახელმწიფოსთვის და ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ ფოკაში განაცხადა, სადაც წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის 1700 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო.
-
2019-06-01 მამუკა ბახტაძემ მორაგბე ბავშვებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნუცუბიძის სარაგბო ბაზაზე ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ფესტივალს დაესწრო. ფესტივალში მონაწილეობა 10-წლამდელთა 15 გუნდის 200-მა მოთამაშემ მიიღო.