საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე მუსლიმან მოქალაქეებს რამაზანის თვის დასრულებას ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

2019-06-04

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მუსლიმან მოქალაქეებს რამაზანის თვის დასრულებას ულოცავს.

„ვულოცავ ყველა ჩვენს მუსლიმან მოქალაქეს რამაზანის თვის დასრულებას, დიდ რელიგიურ დღესასწაულს - რამაზან-ბაირამს და ვუერთდები თქვენს ზეიმს. გისურვებთ თითოეულ თქვენგანს სულიერ სიმშვიდეს და ბედნიერებას. ჩვენს ქვეყანას და თქვენს ოჯახებს ვუსურვებ მშვიდობიან მომავალს, წინსვლასა და წარმატებებს", - აღნიშნულია მისალოც წერილში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური