საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღის კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების და საერთაშორისო პარტნიორები აქტიურად ჩართულობის საუკეთესო მაგალითი იყო ამოსაბეჭდი ვერსია

2019-06-17

სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღის კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების და საერთაშორისო პარტნიორები აქტიურად ჩართულობის საუკეთესო მაგალითი იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე მედიასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაური მიესალმა იმ ფაქტს, რომ რეფორმამ საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა.

მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა რეფორმის მნიშვნელობას და საპარლამენტო ჯგუფს მადლობა გადაუხადა.

„ეს გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. ამავე დროს - საკმაოდ მგრძნობიარე და შინაარსობლივად დატვირთული. ჩვენი სულისკვეთებაა, მოვახდინოთ მაქსიმალური ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა. ეს კანონპროექტი გახდა ამის საუკეთესო მაგალითი, რომ როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ასევე პოლიტიკური პარტიები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აქტიურად მონაწილეობდნენ მის შექმნაში. მსურს ყველა მხარეს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური