საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2015-11-03 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკას ეწვევა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 4-5 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკას ეწვევა.

  • 2015-11-03 პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ ვახშამზე

    ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ტაავი რიივასმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და დელეგაციის წევრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

  • 2015-11-03 ვიზიტის შეჯამება

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესტონეთში ვიზიტი შეაჯამა. ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთს მეგობარ ქვეყანას უწოდებს და მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

  • 2015-11-03 პრემიერ-მინისტრი ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრში

    ესტონეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღეს ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან არსებულ ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრს - „Mektory" ეწვია.

  • 2015-11-03 მე დავიცავ თქვენს უფლებებს - პრემიერ-მინისტრი

    ჩემთვის არ არის საინტერესო ვინ იქნება რეალური მფლობელი "რუსთავი 2-ის", ჩემთვის არის მთავარი თქვენ, "რუსთავი 2 -ის" ჟურნალისტები იყოთ დაცული და როგორც სახელმწიფო, ვაცხადებთ, რომ იქნებით აბსოლუტურად დაცულნი,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

  • 2015-11-03 პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ესტონეთში

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2-3 ნოემბერს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. 

  • 2015-11-03 პრემიერ-მინისტრი ძველ ტალინში

    პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ესტონეთისა და საქართველოს ელჩებთან და საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად, ძველ ტალინში გაისეირნა და ქალაქის ღირშესანიშნაობებს გაეცნო.

  • 2015-11-03 პრემიერ-მინისტრი გმირთა მემორიალთან

    ტალინში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გვირგვინით შეამკო ესტონეთის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას.

  • 2015-11-03 ტალინის ტელეანძის მონახულება

    გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ესტონეთში. დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად, ტალინის ცენტრში მდებარე სატელევიზიო ანძა დაათვალიერა.

  • 2015-11-03 სამუშაო სადილი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან

    გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ესტონეთში. ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით გამართულ სამუშაო სადილს დაესწრო.

  • 2015-11-03 შეხვედრა ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან

    ესტონეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს მთავრობის მეთაურს ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სასახლეში უმასპინძლა.

  • 2015-11-03 შეხვედრა ესტონეთის პარლამენტის პრეზიდენტთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ტალინში გრძელდება. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პარლამენტის პრეზიდენტს, ეიკი ნესტორს შეხვდა.

  • 2015-11-03 შეხვედრა ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან

    საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატებები, რეფორმების მიმდინარეობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, კალლე პალლინგის შეხვედრაზე.