საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-03

საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატებები, რეფორმების მიმდინარეობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, კალლე პალლინგის შეხვედრაზე.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, გათვალისწინებულ სარგებელზე. ისაუბრეს საქართველოს პოლიტიკური, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესებსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური