პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ესტონეთში ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-04

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2-3 ნოემბერს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის პირველ დღეს ირაკლი ღარიბაშვილი თავის ესტონელ კოლეგას ტაავი რიივასს შეხვდა. შეხვედრაზე ესტოენთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ესტონეთი იყო და რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად და მტკიცე მხარდამჭერად ევროპული და ევროატლანტიკური ევროინტეგრაციის პროცესებში".

პრემიერ-მინისტრებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების მთავარი საკითხები განიხილეს. აღინიშნა ბოლო პერიოდში სხვადასხვა სფეროში გააქტიურებული თანამშრომლობის მნიშვნელობა და ხაზი გაესვა საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ მეგობრულ, საერთო ფასეულობებსა და ინტერესებზე დაფუძნებულ მჭიდრო ურთიერთობებს.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, ორი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ხელი მოეწერა ოქმს - "საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე".


ასევე ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, კალლე პალლინგს შეხვდა. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, გათვალისწინებულ სარგებელზე. ისაუბრეს საქართველოს პოლიტიკური, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესებსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.

ესტონეთის პარლამენტის პრეზიდენტ ეიკი ნესტორთან შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა სახელმწიფოთაშორისი საპარლამენტო ურთიერთობის განვითარების პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ შექმნილია პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფები.

ესტონეთსი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ესტონეთის პრეზიდენტს ტომას ჰენრიკ ილვესს. ორ ქვეყანას შორის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესები, არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ტოომას ჰენდრიკ ილვესის პირისპირ შეხვედრაზე.

პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ საუბარი გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. ტოომას ჰენრიკ ილვესმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ორი ქვეყნის განსაკუთრებული პარტნიორობისდადასტურებად შეფასა და კიდევ ერთხელ გამოთქვა საქართველოს ევროპულიდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში მტკიცე მხარდაჭერის მზადყოფნა.შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესზე. ხაზი გაესვა არსებით ღონისძიებათა პაკეტით გათვალისწინებული ყველაელემენტის განხორციელების დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობასდა გამოითქვა იმედი, რომ სამიტზე ადეკვატურად აისახება საქართველოს მიერნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი.

ასევე ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით გამართულ სამუშაო სადილს დაესწრო.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო- ესტონეთის წარმატებულ თანამშრომლობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება ესტონეთის მიერ საქართველოსადმი გაწეული მხარდაჭერისთვის, როგორც საერთაშორისო არენაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების კუთხით, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი.

ესტონეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან არსებულ ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრს - „MEKTORY" ეწვია, ასევე ქალაქის ღირშესანიშნაობები დაათვალიერა, ასევე გვირგვინით შეამკო ესტონეთის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას.

საქართველოს დელეგაციის ვიზიტის დროს, ტალინში ,,თბილისობა 2015" გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოალბომი