საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

სამუშაო სადილი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-03

 

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ესტონეთში. ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით გამართულ სამუშაო სადილს დაესწრო.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო- ესტონეთის წარმატებულ თანამშრომლობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება ესტონეთის მიერ საქართველოსადმი გაწეული მხარდაჭერისთვის, როგორც საერთაშორისო არენაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების კუთხით, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი.

მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ბოლო წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვნად გააქტიურებული ურთიერთობების გამო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური